ანიმაციის კვირეული: ბონიფაცის არდადეგები

გამოწერა

„Sputnik-საქართველო“ რუსული ანიმაციის კვირეულის ფარგლებში განაგრძობს ლეგენდარული და ახალი მულტფილმების ჩვენებას.

„ბონიფაცის არდადეგები“ რეჟისორ ფიოდორ ხიტრუკის ანიმაციაა, რომელიც ჩეხი მწერლის მილოშ მაცოურეკის ზღაპრის მიხედვით გადაიღო.

ეს ცოტა ნაღვლიანი ისტორიაა ცირკის მსახიობი ლომის შესახებ, რომელიც არდადეგებზე შინ მიემგზავრება, მაგრამ, დასვენების ნაცვლად, პატარებისთვის საცირკო ნომრების ჩვენება უწევს.

აღსანიშნავია, რომ ბავშვების სიცილს ანიმაციაში ისევ ბავშვები ახმოვანებენ. საამისოდ ისინი სტუდიაში მიჰყავდათ, აჩვენებდნენ მათ უხმო კინოს, რომელზეც ისინი იცინოდნენ, შემდეგ ამ ხმებს იწერდნენ და ასე ახმოვანებდნენ პატარების სიცილს.

ყველა ახალი ამბავი
0