რუსული ანიმაციის კვირეულის მონაწილეთა პრესკონფერენცია

© Sputnik / Alexander Imedashviliპრესკონფერენცია თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში
პრესკონფერენცია თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსული ანიმაციური კინოს კვირეულის მონაწილეების პრესკონფერენცია თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გაიმართება 27 სექტემბერს 17:00 საათზე

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. რუსული ანიმაციური კინოს კვირეული "ვინი-პუჰი და მისი მეგობრები" თბილისში 24-29 სექტემბრის პერიოდში მიმდინარეობს. პროექტი ეძღვნება გამოჩენილი მულტიპლიკატორების — ფიოდორ ხიტრუკის დაბადებიდან 100 წლისთავს და ვიაჩესლავ კოტენოჩკინის დაბადებიდან 90 წლისთავს. 2017 წელს "Sputnik–საქართველო" რუსული ანიმაციური კინოს კვირეულის საინფორმაციო პარტნიორი გახდა.

პროექტი რუსეთის ანიმაციური კინოს ასოციაციისა და საქართველოს ანიმატორთა გილდიის მხარდაჭერით საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი Русский клуб-ის მიერაა ორგანიზებული.

პრესკონფერენციის მონაწილეები:

საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატები, რუსი ანიმატორები იულია არონოვა, ნინა ბისიარინა, ივან მაქსიმოვი და ოქსანა ჩერკასოვა.

— საქართველოს ანიმატორთა გილდიის თავმჯდომარე ქეთი ჯანელიძე;

— პროექტის კოორდინატორი, საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი Русский клуб-ის წარმომადგენელი ნინო შადური-ზარდალაშვილი.

მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ მრგვალ მაგიდაზე, რომელიც ჩატარდება თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში მისამართზე:

თბილისი, დავით აღმაშენებლის პროსპექტი №61, С ბლოკი, მე-5 სართული.

ცნობები ტელეფონზე: 555 90 89 77.

მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ: +995555908977.

გაგზავნეთ განაცხადი media@sputnik-georgia.com და გახდით თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრის ანონსების e-mail-ხელმომწერი.

ყველა ახალი ამბავი
0