„აბა, დამაცადე!“ - საკულტო მულტსერიალი ჩვენი ბავშვობიდან

გამოწერა

Sputnik-საქართველო რუსული ანიმაციის კვირეულის ფარგლებში ლეგენდარულ „ნუპაგაძიზე“ გიამბობთ და განახებთ კიდეც

„აბა, დამაცადეს“ ისტორია 1969 წელს დაიწყო, როდესაც რეჟისორმა გენადი სოკოლსკიმ მულტფილმის „ნულოვანი“ სერია გადაიღო ჟურნალ „მხიარული კარუსელისთვის“. მოგვიანებით სწორედ მისი იდეა დაედო საფუძვლად ცნობილ სერიალს, რომლის სიუჟეტი მგლისა და კურდღლის გამუდმებული დევნის გარშემო ვითარდება.

მულტფილმზე მუშაობაზე ბევრმა რეჟისორმა თქვა უარი. ერთადერთმა, ვიაჩესლავ კოტიონოჩკინმა განაცხადა: „არის ამაში რაღაც!“ და პროექტზე მუშაობას შეუდგა.

რჟისორს სურდა, რომ მგელი ვლადიმირ ვისოცკის გაეხმოვანებინა და მისი ხრინწიანი ხმის სინჯებიც კი გააკეთა. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ვისოცკი იმ პერიოდში ოდიოზურ ფიგურად მიიჩნეოდა, „სოიუზმულტფილმის“ ხელმძღვანელობას არ შეეძლო მისი როლზე დამტკიცება. და როლის გახმოვანებაზე ანატოლი პაპანოვი მიიწვიეს.

თუმცა მულტფილმის პირველ სერიაში, სცენას, რომელშიც მგელი თოკით ძვრება აივნებზე კურდღლის ბინაში შესაღწევად, ფონად გასდევს ვისოცკის მიერ სტვენით შესრულებული მელოდია. გარდა ამისა, მგელი ერთგვარი ნახევარპაროდიაა ვისოცკის იმიჯისა, რომელსაც მომღერალი ცხოვრებასა და სიმღერებში თავად იქმნიდა.

ყველა ახალი ამბავი
0