თბილისი-რუსთავის გზაზე საცობია: პოლიციამ გზის ნაწილი გადაკეტა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის ავტომობილები
საპატრულო პოლიციის ავტომობილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საცობი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის გამო შეიქმნა

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელ გზაზე საცობი შეიქმნა, რის გამოც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა გზის ნაწილი გადაკეტეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საცობი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის გამო შეიქმნა. სარემონტო სამუშაოებს მძიმე ტექნიკა ასრულებს, ამის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია.

რუსთავიდან თბილისისკენ მომავალი ავტომობილები შემოვლითი გზით სარგებლობენ — გაჩიანისა და ლილოს გავლით.

პოლიცია პერიოდულად გზას ხსნის, ამიტომ ზოგიერთ მძღოლს ურჩევნია, დაელოდოს გზის გახსნას და ავტომობილს აჩერებს.

შსს-ს თანამშრომლები გზას ვითარების მიხედვით კეტავენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0