რუსული ანიმაციის ლეგენდები Sputnik-ზე: „ვინი-პუჰი“

გამოწერა

„Sputnik-საქართველოს“ ვებ-გვერდზე რუსული ანიმაციური კინოს კვირეული დაიწყო, რომელიც რუსული მულტიპლიკაციის ლეგენდებსა და სიახლეებს ეძღვნება.

„ვინი-პუჰი“ ალან მილნის იგივე სახელწოდების ზღაპრის ეკრანიზაციაა, რომელიც 1969, 1971 და 1972 წლებში გადაღებულ სამ ეპიზოდს მოიცავს.

სხვათა შორის, ზღაპრისგან განსხვავებით, ამ ეკრანიზაციებში არსად ჩანს კრისტოფერ რობინი. მისი როლი ბაჭიასა და გოჭუნაზეა გადანაწილებული.

ვინ გაახმოვანა „ვინი-პუჰი“?

რეჟისორი ფიოდორ ხიტრუკი იხსენებდა, რომ მულტფილმის მთავარი გმირების გახმოვანებისას სირთულეები შეექმნა. მათ უამრავი მსახიობი გასინჯეს, მაგრამ პერსონაჟს არავინ უხდებოდა. ევგენი ლეონოვიც მოსინჯეს, მაგრამ მისი ზედმეტად დაბალი ხმაც დაიწუნეს. მაშინ ხმის რეჟისორმა გიორგი მარტინიუკმა მოულოდნელად შესთავაზა რეჟისორს „აეჩქარებინათ“ ლეონოვის ხმა. ასეც მოიქცნენ და შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ხმა უზუსტესად „ჩაჯდა“ პერსონაჟის ხასიათში.

როგორ დაიხატა „ვინი-პუჰი“?

მაყურებელს ალბათ შემჩნეული აქვს, რომ „ვინი-პუჰში“ უკანა პლანზე უზარმაზარი ლოკოკინები, კალიები, გიგანტური სოკოები, ხეები ჩანს, რომლებსაც ერთდროულად ვაშლიც ასხია, ქლიავიც და კიდევ რაღაც სხვა ხილიც. როგორც წესი, ფიოდორ ხიტრუკის ნამუშევრებში მოქმედება სიბრტყეზე ვითარდება. ტიტრების გარშემოც კი ჩანს „საბავშვო“ ნახატები: პეპლები, თევზები, ჩიტუნები და სხვ.

შედევრის შემქმნელები

„ვინი-პუჰის“ შემქმნელთა შორის არიან: სცენარის ავტორი ბორის ზახოდერი, თავად რეჟისორი ფიოდორ ხიტრუკი, კომპოზიტორი მოსე ვაინბერგი, დამდგმელი მხატვრები ვლადიმირ ზუიკოვი და ედუარდ ნაზაროვი, ხმის ოპერატორი გიორგი მარტინიუკი, რედაქტორი რაისა ფრიჩინსკაია, მემონტაჟე ნინა მაიოროვა, მულტიპლიკატორები: ნატალია ბოგომოლოვა, სვეტლანა ჟუტოვსკაია, ვიოლეტა კოლესნიკოვა, მარია მოტრუკი, გენადი სოკოლსკი, მხატვრები: ტატიანა კაზანცევა, მსტისლავ კუპრაჩი, სოფია მიტროფანოვა და სხვ. სურათის დირექტორია ლიუბოვ ბუტირინა.

1976 წელს „ვინი-პუჰმა“ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია მიიღო. მულტფილმის ციტატები მალევე ფართოდ გავრცელდა საზოგადოებაში, ხოლო სიმღერებმა საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა.

ყველა ახალი ამბავი
0