მეცნიერებმა საქართველოს ხელისუფლებას დამწვარი ტყის აღდგენაში დახმარება შესთავაზეს

© photo : courtesy of press-service of the Government of Georgiaსამხედრო მოსამსახურე ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩაქრობისას
სამხედრო მოსამსახურე ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩაქრობისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა მეცნიერებმა საქართველოს მთავრობას მოუწოდეს, ჩართონ ისინი დამწვარი ტყის აღდგენის სამუშაოებში

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრები მზად არიან, დაეხმარონ ხელისუფლებას ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე ეკოსისტემის აღდგენაში.

ნახანძრალი ტყე ბორჯომში - Sputnik საქართველო
ბორჯომის ნახანძრალი ტყე: ფოტოანგარიში სტიქიის ეპიცენტრიდან

საქართველო 2017 წლის ზაფხულში ხანძრების სერიამ მოიცვა. განსაკუთრებით გახშირდა ტყის ხანძრები. ყველაზე დიდი აღმოჩნდა ხანძარი ბორჯომის ტყეში, რომლის დროსაც 100 ჰექტარზე მეტი ფართობი დაიწვა.

მეცნიერები განცხადებაში მიმართავენ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და სთხოვენ, გაითვალისწინოს მეცნიერებათა აკადემიის უზარმაზარი პოტენციალი, მეცნიერების მზადყოფნა, მიიღონ აქტიური მონაწილეობა ბორჯომის რეგიონის ეკოსისტემის აღდგენასა და სტაბილიზაციაში და გამოსცეს განკარგულება ამ საქმეში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მონაწილეობის აუცილებლობის შესახებ.

 

ყველა ახალი ამბავი
0