თურქეთი აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვება

© FB / Ministry of Internal Affairs of Georgiaვერტმფრენით ცეცხლის ჩაქრობის ოპერაცია
ვერტმფრენით ცეცხლის ჩაქრობის ოპერაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში თურქეთის ელჩის განცხადებით, დღის მეორე ნახევარში, აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ერთი თურქული თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი ჩაერთვება

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. თურქეთის ელჩმა საქართველოში ზეკი ლევენტ გუმრუქჩუმ აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქეთის მონაწილეობის შესახებ განაცხადა.

„გასულ კვირას ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დახმარება გავუწიეთ საქართველოს. ეხლა გავიგეთ აბასთუმნის ტერიტორიაზე გაჩენილი ცეცხლის შესახებ. ჩვენ ისევ მზად ვართ დავეხმაროთ ქართულ მხარეს, გზაშია ჩვენი ქვეყნის ერთი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი და დღის მეორე ნახევრიდან შემოუერთდებიან ცეცხლის ჩაქრობის პროცესს. ეს არის ის, რაც მეგობარმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს,''- ციტირებს თურქეთის ელჩს ტელეკომპანია Rustavi 2.

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების სახელზე მიმართვები უკვე გაგზავნილია და დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი, რომელი ქვეყნები დაეხმარებიან საქართველოს.

ხანძარი ტყეში - Sputnik საქართველო
აბასთუმნის ტყეში ვითარება უფრო რთულია ვიდრე ბორჯომში იყო

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ასევე მალე ჩაერთვება უკრაინიდან გამოგზავნილი თვითმფრინავიც.

მთელი ღამის განმავლობაში აბასთუმანში გაჩენილ ხანძარს ცოცხალი ძალა აქრობდა. მობილიზებული იყო სპეციალური მძიმე ტექნიკა, რომლითაც ხანძრამდე მისასვლელი გზა უნდა გაიჭრას. შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, ადგილზე გვიან ღამით რამდენიმე ასეული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ჩავიდა.

ბორჯომის ხეობიდან აბასთუმანში გადაინაცვლა საგანგებო შტაბმაც. არაოფიციალური ინფორმაციით, ვითარება საკმაოდ რთულია და ხანძარი ზეკარის უღელტეხილისკენ მიიწევს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0