ხანძარი აბასთუმნის ტყეში: ბოლო ინფორმაცია და ვერტმფრენიდან გადაღებული ვიდეოკადრები

გამოწერა

ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩაქრობის შემდეგ ცეცხლი ახლა აბასთუმნის ტყე-კურორტში გაჩნდა.

საქართველოს შსს-ის მიერ გავცელებული განცხადებით, აბასთუმნის ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესში უკრაინული სამაშველო თვითმფრინავი ჩაერთვება, რის თაობაზეც გუშინ ღამით შეთანხმდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. უკრაინული თვითმფრინავი საქართველოში უახლოეს საათებში შემოვა.

გარდა ამისა, ორი ვერტმფრენი და ერთი სამაშველო თვითმფრინავი გამოყო თურქეთის რესპუბლიკამაც,  რომლებიც დღის მეორე ნახევარში გამოფრინდება.

დახმარების მიღების თაობაზე დამატებითი კონსულტაციები მიმდინარეობს ირანთან და აზერბაიჯანთან. დახმარების სურვილი გამოხატა საფრანგეთმა, რომელთანაც ქართული მხარე ასევე კონსულტაციებს აწარმოებს.

აბასთუმანში მობილიზებულია შსს-სა და სხვა უწყებების შესაბამისი სამსახურები. საგანგებო შტაბი 24 საათიან მუშაობას განაგრძობს.

ყველა ახალი ამბავი
0