საქართველოს ბუნებრივი საგანძური - აბასთუმნის ტყე: დღეს ეს სილამაზე იწვის

გამოწერა

ბორჯომის ტყის ხანძარი ხეირიანად ჩამქრალი არ იყო, როდესაც ცეცხლი აბასთუმნის მიმდებარე ტყეში გაჩნდა.

როგორც ადგილობრივი ღამით ხანძარმა 5 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. ცეცხლს მთელი ღამე ებრძოდნენ მეხანძრეები და შსს-ს 500 თანამშრომელი, რომლებსაც თავდაუზოგავად ეხმარებიან ადგილობრივებიც.

აბასთუმნელი გოჩა ფეიქრიშვილის თქმით, რომელიც სხვებთან ერთად იბრძვის ქვეყნის ბუნებრივი საგანძურის გადასარჩენად, ამბობს, რომ ვითარება იქ უფრო რულია, ვიდრე ბორჯომის ტყეში იყო, რადგან აბასთუმანში უფრო ხშირი წიწვოვანი ტყეა — ძირითადად ფიჭვი და ნაძვი — და ძალიან მიუდგომელი ადგილი.

იმედს ვიტოვებთ, რომ წინა კვირის სამწუხარო გამოცდილება ჩვენს მეხანძრეებსა და მაშველებს ცეცხლთან ბრძოლაში გამოადგებათ და სტიქიას დროულად შეაჩერებენ, რითაც უნიკალურ ტყე-კურორტს განადგურებისგან იხსნიან.

ნახეთ ამ მშვენიერი და უნიკალური ადგილის ამსახველი ვიდეო; ნახეთ, რა იწვის!

 

ყველა ახალი ამბავი
0