კურორტ აბასთუმნის მახლობლად ტყეში ხანძარია

© photo: Sputnik / Onanov / გადასვლა მედიაბანკშიაბასთუმანი
აბასთუმანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ წუთებში შემთხვევის ადგილისკენ სამაშველო ბრიგადები მიემართებიან

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ამ წუთებში კურორტ აბასთუმნის მახლობლად ტყე იწვის. ამის შესახებ Sputnik საქართველოს კორესპონდენტს ადგილობრივმა მოსახლეობამ აცნობა. კურორტი კვამლშია გახვეული.

აღნიშნული ინფორმაცია სააგენტოს აბასთუმნის გამგებელმა გიორგი გედევანიძემ დაუდასტურა. მისი თქმით, ხანძარი კურორტიდან საკმაოდ მოშორებით — რამდენიმე ათეულ კილომეტრშია და სახანძრო მაშველები და ვერტმფრენი ხანძრის კერისაკენ მიემართებიან. ჯერჯერობით უცნობია რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი.

ყველა ახალი ამბავი
0