ბორჯომის ხეობაში ხანძრის მონიტორინგს თავდაცვის სამინისტროს ერთი ასეული განახორციელებს

© თეონა გოგნიაშვილის პირადი არქივიბორჯომის ტყეში ძლიერი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებია ჩართული
ბორჯომის ტყეში ძლიერი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებია ჩართული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, 1200 სამხედროს ნაცვლად, ადგილზე ერთი ასეული დარჩება ტერიტორიის მონიტორონგის და მორიგი ხანძრის პრევენციის მიზნით

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. თავდაცვის მინისტრმა ბორჯომის ხეობაში სხვადასხვა ლოკაციაზე მყოფი სამხედროები მოინახულა, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

ლევან იზორიამ პატრულირებაში მყოფი სამხედროებისგან, ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათ მარიამობის დღესასწაული მიულოცა.

„თავდაცვის მინისტრი გენშტაბის უფროსთან ერთად სხადასხვა სექტორზე გადანაწილებულ სამხედროებს პირადად ეწვია და ხილი და ტკბილეული მიართვა. ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით 1200 სამხედრო მოსამსახურის ნაცვლად ერთი ასეული რჩება, რომლებიც დამუშავებული ტერიტორიის პატრულირებას და მონიტორინგს ახდენენ", — ნათქვამია სამინისტროს შეტყობნებაში. 

ხანძარი ბორჯომის ხეობაში 20 აგვისტოს დაიწყო და მიუხედავად ძალისხმევისა, 6 დღის მანძილზე მძვინვარებდა და 100 ჰექტარამდე ტყე შეიწირა. სამხედროების ჩართვა ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებში 24 აგვისტოს მოხდა, მას შემდეგ, რაც 23 აგვისტოს პარლამენტმა პრეზიდენტის წარდგინებით შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. 

ყველა ახალი ამბავი
0