ზურაბ ალავიძე მარია ზახაროვას განცხადებას გამოეხმაურა

© FB/საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალავიძის განცხადებით, რუსეთმა საქართველოსგან დახმარების თხოვნა გაეროს არხებით მიიღო

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, რუსეთმა საქართველოსგან დახმარების თხოვნა გაეროს არხებით მიიღო, იუწყება ტელეკომპანია "იმედი" (Imedi).

ცოტა ხნის წინ გავრცელდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადება, რომელიც რუსეთის მხრიდან დახმარების სურვილსა და მათ მხრიდან შესაძლო დივერსიას უკავშირდებოდა.

მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი მზად იყო საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში დახმარებოდა

აღნიშნული განცხადების კომენტირებისას ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოსგან დახმარების თხოვნა გაეროს არხებით მიიღო.

"რუსეთმა საქართველოსგან დახმარების მოთხოვნა გაეროს არხებით მიიღო. დახმარების თხოვნით გაეროს მივმართეთ და მათი არხების საშუალებით მოხდა სხვადასხვა სახელმწიფოებისთვის მოთხოვნების გაგზავნა", — განაცხადა ალავიძემ.

მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ რთული ქართულ-რუსული ურთიერთობების პირობებში რუსეთის წინადადება მისასალმებელია. ამასთან, ზოგიერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა და მედიამ საქართველოში მომხდარი ხანძრები რუსეთს დაუკავშირა.

ყველა ახალი ამბავი
0