ფესტივალი „თბილისობა ბორჯომი 2017" მინსკში 2 სექტემბერს ჩატარდება

© Виктор Толочкоთბილისობა მინსკში
თბილისობა მინსკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინსკში 2 სექტემბერს თბილისობა გაიმართება.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ბელარუსები გაეცნობიან საქართველოს მუსიკას, ფოლკლორსა და ტრადიციებს ქართული კულტურის რიგით მესამე ფესტივალზე „თბილისობა ბორჯომი 2017", რომელიც მინსკის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე 2 სექტემბერს გაიმართება.

„ბელარუსებში ყველაფრის ქართულის ბუმია. საქართველოს მონახულების სურვილი მოხვდა „wish-list"-ში ყველა იმ ადამიანისა, რომელიც ღიაა მოგზაურობებისა და სიახლეებისათვის. ეს არც არის გასაკვირი: თბილისისა და ქუთაისის უმსხვილეს აეროპორტებამდე გადაფრენას 100 დოლარზე ნაკლები სჭირდება, ხოლო ადგილობრივ სტუმართმოყვარეობაზე ლეგენდები დადის", — წერს მომავალი დღესასწაულის შესახებ afisha.tut.by.

ბელარუსის ელჩი: საქართველო სულ უფრო იზიდავს ბელარუს ტურისტებს - Sputnik საქართველო
ბელარუსის ელჩი: საქართველო სულ უფრო იზიდავს ბელორუს ტურისტებს

დღესასწაულის პროგრამაშია ქართული ხალხური ანსამბლების — „ქართული ხმებისა" და „მერანის" გამოსვლა. ასევე ფესტივალზე წარდგება „თბილისი ბიგ-ბენდი".

ფესტივალის სტუმრები თანამედროვე ქართულ მოდასაც გაეცნობიან. ახალბედა დიზაინერი და ცნობილი მომღერალი კახაბერ ცისკარიძე წარადგენს სამოსის სადებიუტო კოლექციას, რომელსაც ქართველმა და უცხოელმა კრიტიკოსებმა Tbilisi Fashion Week 2017-ზე მაღალი შეფასება მისცეს.

„თბილისობა“ მინსკში - Sputnik საქართველო
„თბილისობა“ მინსკში: ხინკალი, ცეკვა და სელფი აჭარულ ხაჭაპურთან...

„თბილისობა ბორჯომი 2017"-ზე გაიხსნება ძველი თბილისის კუთხე, სადაც მასშტაბური ფოტოგამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული კოსტუმები და ღირსშესანიშნაობები. იქვე ყველა მსურველს ქართულად ყველაზე მარტივი სიტყვების დაწერას ასწავლიან.

ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული სამზარეულოც — 25 ქართული რესტორანი ყველა მსურველს თავის კერძებს შესთავაზებს და ხინკლის მოხვევას ასწავლის.

საღამო დაიწყება ელექტრონული მუსიკის კონცერტი პოპულარული ქართველი დიჯეების — ნიკა ამირეჯიბისა და ლაშა გურულის შესრულებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0