ფოთის ბაზარში 500 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა

© photo: Sputnik / Djemal Gambashidzeხანძარი ფოთში
ხანძარი ფოთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფოთის ბაზარში გაჩენილ ხანძარს ცხრა სახანძრო ბრიგადა ებრძოდა.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ფოთის ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 500 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია დაიწვა, განუცხადა „Sputnik საქართველოს“ ფოთის მერიის თანამშრომელმა.

ხანძარი ფოთში - Sputnik საქართველო
ფოთში ხანძრის შედეგად დაზარალებულმა ვენები გადაიჭრა

შემთხვევის ადგილზე ცხრა სახანძრო ბრიგადა რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა ხანძრის ჩაქრობას. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

„მთლიანად 500 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ეს ბაზრის ტერიტორიაზე არსებული 150-დან 70 მაღაზიაა. იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის“, — განაცხადა მერიის თანამშრომელმა.

შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან. ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ხანძრის შედეგად დაზარალებულმა 43 წლის ერთ-ერთმა მოვაჭრემ, რომელსაც საქონელი დაეწვა, ვენები გადაიჭრა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ყველა ახალი ამბავი
0