ელიავას ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერენ

© Sputnik / Alexander Imedashviliხანძარი ელიავას ბაზრობაზე
ხანძარი ელიავას ბაზრობაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
განცხადება ზარალის ჩამოწერის შესახებ, შემოსავლების სამსახურზე დაყრდნობით, თბილისის მერიამ გაავრცელა.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ელიავას ბაზრობაზე ხანძარი სრულად ლოკალიზებულია და შესაძლებლობისთანავე დაიწყება ტერიტორიის დასუფთავება, ამის შესახებ თბილისის მერია იტყობინება

თბილისში ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ხანძარი 2 ივლისს, საღამოს საათებში გაჩნდა. მერიის ინფორმაციით, ხანძრის შესახებ შეტყობინების შემოსვლისთანავე ადგილზე იყვნენ მობილიზებული სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურები. ხანძრის გაჩენის შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზირებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დაშავებულებს შორის ერთ-ერთი მეხანძრეა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია და სიცრუეა ბრალდებები, თითქოს სახანძრო ეკიპაჟები გვიან გავიდნენ ადგილზე, არ ჰქონდათ წყალი, ან შეგნებულად არ აქრობდნენ ხანძარს და სხვა მსგავსი.

ხანძარი საავტომობილო ზეთების, სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების ბაზრობაზე - Sputnik საქართველო
ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა

განვითარებული მოვლენების ფონზე, მაშინ, როდესაც არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან გაჟღერდა პირდაპირი ბრალდებები და ცილისმწამებლური განცხადებები, რაც ყოვლად გაუმართლებელი და მიუღებელია", — ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

თბილისის მერია მოუწოდებს ყველას, რომ მოვაჭრეების ემოციური ფონი და დამდგარი მძიმე შედეგები პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ.

რაც შეეხება საქონლის დაზიანებას, მერიის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერენ, შესაბამისი სამუშაოები დილიდანვე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0