„ჭკვიანი“ ბეჭდები საფულის ნაცვლად: ქართველი სტუდენტების გამოგონება

© Cnickჭკვიანი ბეჭედი
ჭკვიანი ბეჭედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა „ჭკვიანი“ ბეჭდები შექმნეს, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებაზე საშვის და ბილეთის ფუნქციას ასრულებს და მფლობელის პირად მონაცემებს შეიცავს.

„ჭკვიანი“ ბეჭდები შეიქმნა ახალი ქართული ბრენდით „კნიკი“(Cnick). ინოვაციის დეტალებზე, რომელსაც მომავალში საფულის მთლიანად შეცვლა შეუძლია, „Sputnik-საქართველოს“ პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ნინო გვაზავამ უამბო.
 „ჩვენ შევქმენით მრავალფუნქციური ბეჭედი „კნიკი“. ჩვენი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ერთ ბეჭედში გავაერთიანოთ ის მრავალრიცხოვანი ბარათები, რომლითაც სავსეა ჩვენი საფულეები“, — განაცხადა გვაზავამ.

RehabGlove - Sputnik საქართველო
ვირტუალური სამყარო როგორც განკურნების საშუალება - ქართველი სტუდენტების გამოგონება

იდეა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს სასწავლებელში გაუჩნდათ, რომელშიც შესასვლელად საშვია საჭირო. მათ ისეთი რაღაცის მოფიქრება გადაწყვიტეს, რაც უნივერსიტეტში შესვლის შესაძლებლობას  ზედმეტი მოძრაობების გარეშე მისცემდათ.

„ასე შეიქმნა პირველი ბეჭედი, რომელსაც თავდაპირველად უნივერსიტეტის საშვის ფუნქცია ჰქონდა. შემდეგ ახალი ფუნქციები დავამატეთ“, — განაცხადა გვაზავამ.

ბეჭედი „კნიკი“ ხისგან არის შექმნილი, მყარი და წყალგამძლეა. შესრულებულია სხვადასხვა ფერში.

„ჭკვიანი“ ბეჭდის გამოყენება შესაძლებელია როგორც საშვი სამსახურში, უნივერსიტეტში, ფიტნეს-კლუბში, ისე როგორც  კინოთეატრის ან კონცერტის ბილეთი. ასე, რომ საჭიროება აღარ იქნება ბილეთებისა და საშვების ტარება და ასევე მათი დაკარგვის ალბათობა მცირდება.

დავით რიჟინაშვილი - Sputnik საქართველო
"გონიერი საათი" ასაკოვანი ადამიანებისთვის - 15 წლის ქართველი მოზარდის გამოგონება

„ჭკვიან“ ბეჭედს მფლობელის სიცოცხლის გადარჩენაც შეუძლია. საქმე ისაა, რომ მასში პირველადი სამედიცინო ინფორმაციის ჩაწერა შეიძლება — სისხლის ჯგუფის, გადატანილი დაავადებების, პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ალერგიის შესახებ.
 „ჭკვიანი“ ბეჭედი — ერთგვარი ჩიპია, რომელიც პლასტიკური ბარათების მსგავსად სხვადასხვა სახის ინფორმაციას შეიცავს. თუ ბეჭედი დაიკარგება, მისი დაბლოკვა მომენტალურად შეიძლება, სხვამ რომ ვერ გამოიყენოს“, — ხაზგასმით აღნიშნა გვაზავამ.
„ჭკვიან“ ბეჭედში მონაცემების ჩატვირთვა და განახლება „ანდროიდის“ ტიპის მოწყობილობებზე Cnick —აპლიკაციით არის შესაძლებელი.

უახლოეს მომავალში ბეჭედი ახალ ფუნქციას — საბანკო ბარათის ფუნქციას შეიძენს. 

სტარტაპ საქართველოს გამარჯვებულები - Sputnik საქართველო
ქართული სტარტაპები „სილიკონ ველიზე" გაემგზავრებიან

„ტექნიკურად უკვე ვიცით, ეს როგორ განვახორციელოთ, უბრალოდ, ბეჭედი, როგორც გადახდის საშუალება, ლიცენზირებული უნდა იყოს. როგორც კი ლიცენზიას მივიღებთ, საბანკო გადახდები „ჭკვიანი“ ბეჭდის საშუალებით ხელმისაწვდომი გახდება. თანაც, ბეჭდის დატენვა საჭირო არ არის“, — აღნიშნა გვაზავამ.

მისი თქმით, „ჭკვიანი“ ბეჭედი ბაზარზე სიახლეს წარმოადგენს, ამიტომ პროექტის ავტორები კლიენტებს პროდუქტის ათვისებაში პირადად ეხმარებიან.

Cnick-ის ავტორები ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულები არიან და სახელმწიფოსგან დაფინანსება და წამყვანი სპეციალისტებისგან რჩევები მიიღეს. სტუდენტებს პროდუქტის განვითარება და დანერგვა სამშობლოში სურთ, შემდეგ კი საერთაშორისო ბაზარზეც გეგმავენ გატანას.

ამჟამად Cnick —ის ბეჭდების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე cnick.io. იქვე განთავსებულია ინფორმაცია ფასების შესახებ.

გამოგონების ავტორებია გიორგი მიქაცაძე, დავით კვიციანი, კობა ცერცვაძე, ნიკა ჩხარტიშვილი, ნინო გვაზავა. მოგვიანებით მათ შეუერთდა კიდევ ორი სპეციალისტი — ერთი ხეზე მუშაობს, მეორე — დიზაინზე.

ყველა ახალი ამბავი
0