ლევან იზორიამ საქართველოს ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცა

გამოწერა
მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში საზეიმო ღონისძიებები იმართება, სადაც ადრიანი დილიდან შეიკრიბნენ ვეტერანები.

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. საქართველომ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ფაშიზმზე გამარჯვების საქმეში, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ვაკის პარკში მდებარე უცნობი ჯარისკაცის საფლავზე.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი - Sputnik საქართველო
Sputnik-ი მეორე მსოფლიო ომის გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციას იწყებს

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში საზეიმო ღონისძიებები იმართება, სადაც ადრიანი დილიდან შეიკრიბნენ ვეტერანები.

„ვულოცავ საქართველოს ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავს. საქართველომ ამ გამარჯვებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. ასი ათასობით ქართველი შეეწირა ამ ბრძოლას. ჩვენ ქედს ვიხრით მათი სახელების წინაშე, ვამაყობთ და მომავალი თაობებიც იამაყებს ამ გმირობით", — განაცხადა იზორიამ.

საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგან შინ მხოლოდ 300 ათასი დაბრუნდა. პროცენტულად ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო საბჭოეთში შემავალ სხვა 14 რესპუბლიკასთან შედარებით. 

დღეისათვის საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 948 ვეტერანი ცხოვრობს.

ყველა ახალი ამბავი
0