თბილისში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili9 მაისი
9 მაისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
9 მაისს თბილისელები გამარჯვების დღეს, ტრადიციულად, ვაკის პარკში აღნიშნავენ.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. თბილისში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 72-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ვაკის პარკში 9 მაისს, 10:00 საათზე დაიწყება.

ვაკის პარკში დილიდან შეიკრიბებიან ომის ვეტერანები, საქართველოს მთავრობის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოში რუს თანამემამულეთა კავშირ „ოტჩიზნას" წევრები. ისინი უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინებით შეამკობენ და ვეტერანებს 9 მაისს მიულოცავენ.

რეჟისორი თენგიზ მალანია მეუღლესთან, ლუდმილა მალანიასთან ერთად - Sputnik საქართველო
ვინ დადგა რაიხსტაგზე დროშის ატანის სცენა და ქართველი არქიტექტორის გენიალობა ომის დროს

აქცია „უკვდავი პოლკი" 11:00 საათზე გაიმართება, მსვლელობა ვაკის პარკის შესასვლელიდან მარადიულ ცეცხლამდე გაგრძელდება. კავშირ „ოტჩიზნას" წარმომადგენლები „უკვდავი პოლკის" ქართულ კოლონას შეუერთდებიან.

12:00 საათზე ვაკის პარკში დაიწყება „თბილისის მერიის ბიგ-ბენდის" კონცერტი, ამის შემდეგ ვეტერანებს ახლომდებარე რესტორანში სადღესასწაულო სუფრასთან მიიწვევენ.

„ღონისძიებები ერთ ტერიტორიაზე გაიმართება, რადგან ვეტერანები ხანდაზმულები არიან და მათი გადაღლა არ გვინდა", — განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ტიტე ლეფსაიამ.

დღეს საქართველოში 948 ვეტერანი ცხოვრობს.

ვეტერანთა საქმეების საქართველოს სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, საქართველომ ფრონტზე გაგზავნა 700 ათასი მეომარი, აქედან, შინ დაბრუნდა მხოლოდ 300 ათასი. ათობით ათასი ადამიანი დაჯილდოვდა სახელმწიფო ჯილდოებით, 167 გახდა საბჭოთა კავშირის გმირი. ყველაზე ცნობილი — უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993 წლები) იყო, რომელმაც სერჟანტ მიხეილ ეგოროვთან ერთად 1945 წლის მაისში რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა.

ყველა ახალი ამბავი
0