თბილისში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება

© photo: Sputnikგრიბოედოვის თეატრი
გრიბოედოვის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე სხვადასხვა ქვეყნის ბარდების შესრულებით ომისდროინდელი სიმღერები გაიჟღერებს.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი სახელწოდებით „ომის სიმღერები" გაიმართება 8 მაისს ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული აკადემიური თეატრის დიდ დარბაზში.

საღამო სახელწოდებით „ომის სიმღერები" საავტორო სიმღერის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართება, რომელიც საქართველოს დედაქალაქში 6 მაისს დაიწყო და რომელმაც შეკრიბა ბარდები საქართველოდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, ისრაელიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ფესტივალის საინფორმაციო სპონსორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო".

მამაკაცი გიტარით - Sputnik საქართველო
თბილისში საავტორო სიმღერის ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნის ბარდები შეიკრიბებიან

გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალის სტუმრები, თეატრისა და ესტრადის ქართველი არტისტები. კონცერტის წამყვანია მომღერალი ირმა სოხაძე. დასაწყისი 18:00 საათზე. ღონისძიებას მხოლოდ მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

საავტორო სიმღერის თბილისის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც მოწოდებულია პოპულარიზება გაუწიოს საავტორო სიმღერას, ანუ ბარდების მუსიკას, თბილისში პირველად 2014 წელს ჩატარდა. პირველ წელს ის ცნობილ პოეტს, ბარდსა და კომპოზიტორს ბულატ ოკუჯავას მიეძღვნა, მეორე ფესტივალი, 2015 წელს — მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლის იუბილეს. 2016 წელს ფესტივალი არ გამართულა.

ფონდ "რუსკი მირის" ფინანსური მხარდაჭერით საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "რუსკი კლუბის" მიერ დაარსებული ფესტივალი წელს 6-10 მაისს იმართება სლოგანით „ვერცხლის საუკუნიდან ციფრულ სამყარომდე" და გამარჯვების დღეს ეძღვნება.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 15 უცხოელი და 10 ქართველი ბარდი. ქართველ წარმომადგენელთა შორის არიან გოგა ჭყონია, ვახტანგ აროშიძე, რობ ავადიაევი, ირინა პაროშინა, ოლეგ მჭედლიშვილი, მიხეილ ზაქარიაშვილი, აკაკი გაჩეჩილაძე, ირმა სოხაძე და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0