არეულობა ბათუმში: დაკავებულია ყოფილი ოპოზიციონერი

© Sputnik / Seyran Baroyanარეულობა ბათუმში
არეულობა ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც11 მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბათუმის ცენტრში უკანონო პარკირების გამო ერთ-ერთ მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით ქალაქში არეულობა დაიწყო.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ბათუმში მომხდარი არეულობის საქმეზე შსს-ს თანამშრომლებმა პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი ირაკლი ჩხვირკია და არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის" ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე დააკავეს.

არეულობა ბათუმში 12 მარტის ღამით მოხდა. ჩხვირკიამ სოლიდარობა გამოუცხადა აქციის მონაწილეებს და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვა, ამ განცხადების გამო კი ის "ნაციონალური მოძრაობიდან" გარიცხეს. რაც შეეხება ღოღობერიძეს, მან ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში დაწერა, თითქოს აჭარის პოლიციის უფროსმა აჭარლებს "თათრები" უწოდა და ამის გამო მოსახლეობას პროტესტისკენ მოუწოდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
არეულობა ბათუმში: სასამართლომ წინასწარი პატიმრობა კიდევ ცხრა ადამიანს შეუფარდა

"ისინი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს (225-ე მუხლის პირველი ნაწილი — ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მონაწილეობა მასში)“, — ციტირებს სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრეს-სამსახურის თანამშრომლის სიტყვებს.

ამ დროისათვის ბათუმში მომხდარი არეულობის საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 21 ადამიანია მიცემული. შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სულ 75 ადამიანი დააკავა, რომელთა უმეტესობა ჯარიმის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.

ბათუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შაბათს, 11 მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბათუმის ცენტრში უკანონო პარკირების გამო ერთ-ერთ მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რასაც იგი არ დაეთანხმა. ურთიერთშელაპარაკებაში გამვლელებიც ჩაერთვნენ. საბოლოოდ სამართალდამცველებმა ექვსი ადამიანი დააკავეს, რის შემდეგაც ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. სტიქიური აქცია არეულობაში გადაიზარდა, რომელიც დილით სპეცდანიშნულების რაზმის ჩარევის შემდეგ დასრულდა.

ყველა ახალი ამბავი
0