ტრამპმა პუტინს პეტერბურგის ტერაქტთან დაკავშირებით დახმარება შესთავაზა

© photo: Sputnik / Анатолий Медведь / გადასვლა მედიაბანკშიტერაქტის ადგილი სანქტ-პეტერბურგში
ტერაქტის ადგილი სანქტ-პეტერბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტმა ტრამპმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ვლადიმირ პუტინს და დახმარება შესთავაზა ტერაქტის გამოძიების საკითხში.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დაურეკა, რათა სანქტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი ტერაქტის გამო თანაგრძნობა გამოეხატა და ტერორიზმთან ბრძოლის თემაზე ემსჯელა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости თეთრი სახლის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

„პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დაურეკა, რათა სანქტ-პეტერბურგის დღევანდელი ტერაქტი დაეგმო. პრეზიდენტმა ტრამპმა თანაგრძნობა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებსა და მთელ რუს ხალხს“, — ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. 

ამას გარდა თეთრი სახლი იუწყება, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა აშშ-ის მთავრობის სახელით „სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ვლადიმირ პუტინს და დახმარება შესთავაზა ტერაქტის გამოძიებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის კუთხით“. 

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი ეს უკვე მეორედ შედგა მას შემდეგ, რაც ტრამპი ოფიციალურად გახდა ამერიკის პრეზიდენტი. 

შეგახსენებთ: 3 მარტს პეტერბურგის მეტროპოლიტენში, მოსკოვის დროით დაახლოებით 14:30 საათზე სადგურ „სენნაია პლოშჩადსა“ და „ტეხნოლოგიჩესკი უნივერსიტეტ 2-ის“ გადასაჯდომ ხაზზე აფეთქება მოხდა. ხოლო სადგურზე „პლოშჩად ვოსტანია“ დროულად აღმოაჩინეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რითაც კიდევ ერთი ტერაქტი აღკვეთეს. 

საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული აქტის“ მუხლით აღძრა. 

ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 11 და დაშავდა 45 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.

ყველა ახალი ამბავი
0