პეტერბურგის მეტრომ ტერაქტის შემდეგ მუშაობა განაახლა

© REUTERS / Anton Vaganovსაგანგებო სიტუაციების სამსახურის მანქანები სანკტ-პეტერბურგის მეტროსთან
საგანგებო სიტუაციების სამსახურის მანქანები სანკტ-პეტერბურგის მეტროსთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანქტ–პეტერბურგის ხელისუფლებამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელმაც 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. სანქტ–პეტერბურგის მეტროპოლიტენმა დილიდან მუშაობა განაახლა ტერაქტის შემდეგ, რომლის შედეგად გუშინ 11 ადამიანი დაიღუპა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გუბერნატორის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

 „პეტერბურგის მეტროპოლიტენმა დილიდან მუშაობა სრული მოცულობით დაიწყო: ყველა ხაზსა და სადგურზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

3 მარტს პეტერბურგის მეტროპოლიტენში, მოსკოვის დროით დაახლოებით 14:30 საათზე სადგურ „სენნაია პლოშჩადსა“ და „ტეხნოლოგიჩესკი უნივერსიტეტ 2-ის“ გადასაჯდომ ხაზზე აფეთქება მოხდა. ხოლო სადგურზე „პლოშჩად ვოსტანია“ დროულად აღმოაჩინეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რითაც კიდევ ერთი ტერაქტი აღკვეთეს. 

ტერაქტი სანქტ-პეტერბურგში - Sputnik საქართველო
პეტერბურგის ტერაქტში შესაძლოა რუსეთის მოქალაქე ყირგიზი იყოს დამნაშავე

ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 11 და დაშავდა 45 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.

საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული აქტის“ მუხლით აღძრა. 

„ტერაქტის ყველა ნიშანი სახეზეა, მაგრამ გამოძიებამ აბსოლუტურად ყველა ვერსია უნდა განიხილოს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

წინასწარი მონაცემებით, სანქტ-პეტერბურგში მომხდარ ტერაქტში, შესაძლოა, ყირგიზული წარმოშობის რუსეთის მოქალაქე იყოს დამნაშავე.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0