დიდი ხანძარი თბილისში: მერმა ინციდენტზე პასუხისმგებელი დაასახელა

© Sputnik / Levan Avlabreliხანძარი ვაგზლის მოედანზე თბილისში
ხანძარი ვაგზლის მოედანზე თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წუხელ ღამით თბილისში დიდი ხანძარი დაიწყო, იწვის სავაჭრო ობიექტები – „ბავშვთა სამყარო“, ოქროს ბირჟა და საბითუმო ბაზარი.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. თბილისის მერი დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ ვაგზლის მოედანზე ხანძრისთვის პასუხი ბაზრის ადმინისტრაციამ უნდა აგოს.

სახანძრო ბრიგადები უკვე რამდენიმე საათია, ხანძარს ებრძვიან შენობაში, რომელშიც განთავსებულია „ბავშვთა სამყარო“ და „ოქროს ბირჟა“, ასევე ახლოს მდებარე საბითუმო ბაზარში. ხანძარი აქ კვირას, ღამით გაჩნდა. მატერიალურად დაზარალდა ათეულობით ადამიანი — მაღაზიების მფლობელები.

Пожар - Sputnik საქართველო
თბილისში "ბავშვთა სამყარო" იწვის

„ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და ის ადამიანები, რომლებიც აქ ვაჭრობდნენ, არიან ადამიანები, რომლებსაც დალხენილი ცხოვრება ნამდვილად არ ჰქონიათ. სწორედ ამიტომ იყვნენ ისინი აქ ამ პირობებში. ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აგოს პასუხი პირველ რიგში, მათ ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც აქ მოხდა. ამ ადამიანებს ჰქონდათ ხელშეკრულებები ბაზრობის ადმინისტრაციასთან, ბაზრობის ადმინისტრაციას აქვს თავისი უფლებები და მოვალეობები და უნდა გასცენ ამ ხალხს პასუხი“, — განუცხადა ნარმანიამ ჟურნალისტებს.

მერმა აღნიშნა, რომ ასეთი შემთხვევა თბილისში დიდი ხანია არ ყოფილა.

რა გახდა ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. შსს-მ უკვე დაიწყო გამოძიება სსკ-ის მუხლით „ნივთის დაზიანება ან განადგურება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით“, რაც ისჯება სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ყველა ახალი ამბავი
0