ძლიერი ხანძარი თბილისში: მეხანძრეები შენობაში ვერ შედიან

© Sputnik / Levan Avlabreliხანძარმა სავაჭრო ცენტრი "ბავშვთა სამყარო" გაანდგურა
ხანძარმა სავაჭრო ცენტრი ბავშვთა სამყარო გაანდგურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში, სადგურის მოედანზე მდებარე შენობა, რომელშიც ძლიერი ხანძარი მოხდა, დეფორმირებულია და ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩამოინგრეს.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. სადგურის მოედანზე მდებარე შენობა, რომელშიც ღამით ხანძარი გაჩნდა, დეფორმირებულია, რის გამოც სახანძრო ბრიგადები შიგნით შეღწევას ვერ ახერხებენ, განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა.

სახანძრო ბრიგადები ოთხსართულიან შენობაში, რომელშიც „ბავშვთა სამყარო“ და „ოქროს სამყარო“ იყო განთავსებული, და შენობასთან ახლოს მდებარე საბითუმო ბაზრის ტერიტორიაზე ცხრა საათის განმავლობაში ცდილობდნენ ხანძრის ჩაქრობას. ამ დროისთვის ხანძარი, რომელიც ორშაბათს, ღამით გაჩნდა, ლოკალიზებულია. დაზარალდა ათეულობით ადამიანი — მაღაზიების მეპატრონეები.

„სამწუხაროდ, ხანძრის შესახებ შეტყობინება გვიან შემოვიდა. ხანძარი ღამის სამ საათზე გაჩნდა, მისი ჩაქრობა კი 3:10 საათზე დაიწყო. შენობა მთლიანად დეფორმირებულია. მეხანძრეები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა ხანძრის საბოლოო ლიკვიდაცია მოხდეს. სამწუხაროდ, შიგნით შეღწევა ვერ ხერხდება, რადგან კონსტრუქციები დეფორმირებულია, ნებისმიერ წუთს შეიძლება ჩამოინგრეს და ტრაგედია დატრიალდეს. ამიტომ სხვა სამუშაოების ჩატარება გახდება საჭირო“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ალიბეგაშვილმა.

ხანძარი - Sputnik საქართველო
ძლიერი ხანძარი თბილისში: ცეცხლმა 13 ათასი კვ.მ ფართობი ტერიტორია მოიცვა

საკრებულოს თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ შენობის დანგრევა გახდეს საჭირო.

„თანავუგრძნობთ ჩვენს დაზარალებულ თანამოქალაქეებს და იმედი მაქვს, რომ მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფოს მხრიდან ისინი დახმარებას მიიღებენ“, — აღნიშნა ალიბეგაშვილმა.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მომხდარი ფაქტის კომენტარისას პასუხისმგებლობა ბაზრობის ადმინისტრაციას დააკისრა.

რა გახდა ხანძრის მიზეზი, რომელიც 13 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოედო, ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება სსკ-ის მუხლით „ნივთის დაზიანება ან განადგურება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით“, რაც ისჯება სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ყველა ახალი ამბავი
0