თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა – თბილისში სამძიმრის წიგნი გაიხსნა

© REUTERS / Maxim Shemetovთურქეთში მოკლული რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი
თურქეთში მოკლული რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი ანკარაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ორშაბათს, საღამოს გარდაიცვალა.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესთა სექციაში სამშაბათს სამძიმრის წიგნი გაიხსნა, იუწყება დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენელი ეკატერინა კუსაკინა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

თურქეთის პოლიცია არტ-გალერეასთან კარლოვზე თავდასხმის შემდეგ - Sputnik საქართველო
ანკარაში მოკლული რუსეთის ელჩის ცხედარს სამშობლოში გადაასვენებენ

დიპლომატიური დაწესებულების მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, 51.

ანდრეი კარლოვზე შეიარაღებული თავდასხმა გუშინ ანკარაში მოხდა თანამდეროვე ხელოვნების ცენტრში ფოტოგამოფენის „რუსეთი მოგზაურის თვალით“ გახსნის ცერემონიაზე. თავდასხმის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 40 წუთის შემდეგ ექიმებმა მისი გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს.

მოსკოვი მომხდარ ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაციას ანიჭებს და საკითხის დაყენებას გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების წინაშე აპირებს.

მოწმეთა ჩვენებით, მკვლელი საგამოფენო დარბაზში ჰალსტუხითა და საქმიან კოსტიუმში გამოწყობილი შევიდა და იქ მყოფთ ის ელჩის დაცვის წევრი ეგონათ. თავდასხმის დროს კიდევ სამი ადამიანი დაშავდა.

მოგვიანებით ბოროტმოქმედი პოლიციამ მოკლა.

ყველა ახალი ამბავი
0