მოსკოვში თურქეთის საელჩოსთან უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია

© photo: Sputnik / Владимир Трефилов / გადასვლა მედიაბანკშისამართალდამცველები მოსკოვში თურქეთის საელჩოსთან
სამართალდამცველები მოსკოვში თურქეთის საელჩოსთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვში თურქეთის საელჩოსთან მშვიდი ვითარებაა, უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. მოსკოვში თურქეთის საელჩოს პოლიცია გაძლიერებულად იცავს მას შემდეგ, რაც ანკარაში თურქეთში რუსეთის ელჩი მოკლეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი თურქეთში გაემგზავრება

საელჩოსთან მშვიდი ვითარებაა, არანაირი ინციდენტი არ დაფიქსირებულა. დიპლომატიური მისია ღიაა.

საელჩოსთან ცოცხალი ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.

თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნაზე გუშინ, საღამოს მოკლეს. დიპლომატის მკვლელი — თურქი ყოფილი პოლიციელი მევლუთ მერთ ალთინთაში ლიკვიდირებულია.

ყველა ახალი ამბავი
0