საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის ხელისუფლების გაკონტროლების მოწოდებით გამოდის

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფოს მეთაურის აზრით, საქართველოს მოსახლეობამ აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც საპარლამენტო არჩევნების დასრულებით კი არ მთავრდება, არამედ მხოლოდ იწყება.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ მოქალაქეებმა მომავალში ხელისუფლება უნდა გააკონტროლონ.

საქართველოს 50 ერთმანდატიან ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართა.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი მონაცემები

„საქართველოში შედგა 2016 წლის ოქტომბრის არჩევნები… გილოცავთ 2016 წლის არჩევნების წარმატებას“, — განაცხადა მარგველაშვილმა თავის ვიდეომიმართვაში.

სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა დამკვირვებლებსა და მასმედიის წარმომადგენლებს განხორციელებული საქმიანობისთვის და წარმატება მიულოცა პარლამენტში შესულ ყველა პოლიტიკურ ძალას.

„მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და, გარკვეულწილად, ეს იყო საზოგადოების დაკვეთა, თუმცა, ამავე დროს მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა არჩევნებით კი არ მთავრდება, არამედ იწყება. შესაბამისად, აქტიურად მოგიწოდებთ ყველას, იყოთ ჩართული დისკუსიებში, ხელისუფლების კონტროლში და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგში“, — განაცხადა პრეზიდენტმა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 50 ერთმანდატიანი ოლქიდან 48-ში „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
ახალი მოწვევის პარლამენტი 19 ნოემბრამდე შეიკრიბება

საქართველოს პარლამენტში არჩევნები შერეული სისტემით ტარდება: 77 დეპუტატს პროპორციული, ხოლო 73-ს — მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ.

ცესკოს მონაცემების მიხედვით, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" პროპორციული სისტემით ხმათა 48,68% მიიღო (44 მანდატი), „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" – 27,11% (27 მანდატი), ბლოკმა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია" – 5,01% (6 მანდატი).

ამრიგად, მმართველმა პარტიამ არჩევნების ორი ტურის შედეგების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში 115 ადგილი და ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლის შესაძლებლობა მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0