თბილისი, 31 ოქტომბერი— Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურში მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ექვსივე ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში გაიმარჯვა, ასეთია აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წინასწარი მონაცემები.
აჭარაში 8 ოქტომბერს უმაღლესი საბჭოს არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა: პროპორციული (პარტიული სიით) და მაჟორიტარული (ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქები) სისტემით. აჭარაში მეორე ტურის გამართვა ყველა ერთმანდატიან ოლქში გახდა საჭირო, რადგან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო 50%-იანი ბარიერის გადალახვა.
უსკოს მიერ ამ დროისთვის შეჯამებული მონაცემების მიხედვით, უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურის შედეგები ასეთია:
ბათუმი
№68 საარჩევნო ოლქი
ბათუმი
ვახტანგ წულაძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) — 66,63%
ელგუჯა ბაგრატიონი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) — 33,37%
№69 საარჩევნო ოლქი
ილია ვერძაძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) — 69,87%
ნინო ჯინჭარაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) — 30,13%
№70 საარჩევნო ოლქი
ნუგზარ სურმანიძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) — 71,21%
გია აბულაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) — 28,79%
ქობულეთი
№71 საარჩევნო ოლქი
გიორგი რომანაძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) — 71,51%
მამული სურმანიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) — 28,49%
ხელვაჩაური
№ 72 საარჩევნო ოლქი
მერაბ კარანაძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) — 72,19%
ქენან კახიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) — 27,81%
ხულო, ქედა, შუახევი
№73 საარჩევნო ოლქი
ხვიჩა შარაშიძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) — 71,44%
ნუგზარ ამაღლობელი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) — 28,56%
აჭარის უმაღლესი საბჭო 21 დეპუტატისგან შედგება.
უმაღლეს საბჭოში პოლიტიკურ სუბიექტებს შორის პროპორციული სისტემით ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: მმართველი მარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 8 ადგილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 5 ადგილი, ბლოკი „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ – 1 ადგილი და ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1 ადგილი.