ახალი მოწვევის პარლამენტი 19 ნოემბრამდე შეიკრიბება

© facebook.com/Margvelashviliპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის თარიღს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნიშნავს

თბილისი, 31 ოქტომბერი— Sputnik. ახალი მოწვევის პარლამენტი, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არჩევნების ჩატარებიდან 20 დღის განმავლობაში, ანუ 19 ნოემბრამდე უნდა შეიკრიბოს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 50 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან 48-ში გამარჯვება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა მოიპოვეს.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი მონაცემები

ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის თარიღს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს. პირველივე სხდომაზე ხდება დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა და დამტკიცება.

პირველ სხდომას ახალი მოწვევის პარლამენტის უხუცესი წევრი უძღვება. პირველი სხდომის მსვლელობისას ხდება პარლამენტის თავმჯდომარისა და ვიცე-სპიკერების, ასევე კომიტეტების  თავმჯდომარეების არჩევა და ტარდება სხვადასხვა იურიდიული პროცედურები.

მას შემდეგ, რაც პარლამენტი მუშაობას შეუდგება, მთავრობის დამტკიცების პროცედურა იწყება. ამის შემდეგ კი დეპუტატები ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის — სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურებს დაიწყებენ. კანონმდებლობის თანახმად, მომავალი წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა იქნას მიღებული.

ახალი მოწვევის პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მთავრობის შემადგენლობა — პრემიერ-მინისტრი და მინისტრები უფლებამოსილების დროებით შემსრულებლები ხდებიან, რის შემდეგაც იწყება ახალი მთავრობის ფორმირების პროცედურა.

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
„ქართულმა ოცნებამ“ აჭარაში არჩევნები ყველა კანდიდატის გამარჯვებით დაასრულა

საქართველოს პრეზიდენტმა 7 დღის ვადაში უნდა დაასახელოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, რომელსაც მას საპარლამენტო უმრავლესობა წარუდგენს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კი 7 დღის ვადაში მინისტრების კანდიდატურები უნდა შეარჩიოს და ნდობის მოსაპოვებლად პარლამენტს წარუდგინოს. მინისტრთა კაბინეტის წევრთა კანდიდატურებთან ერთად დეპუტატების წინაშე პრემიერობის კანდიდატმა სამთავრობო პროგრამა უნდა წარმოადგინოს.

მთავრობის შემადგენლობის წარდგენის შემდეგ პარლამენტმა 7 დღის განმავლობაში უნდა განიხილოს კანდიდატურები და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი კენჭისყრაზე დააყენოს. ნდობის მოსაპოვებლად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 115 ადგილი და, შესაბამისად, ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლის შესაძლებლობა მოიპოვა.

ყველა ახალი ამბავი
0