ცესკო: ამომრჩეველთა შორის მამაკაცთა პროცენტრული მაჩვენებელი მაღალი იყო

© AP Photo / Sergei Gritsარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარნეულის №48 -ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის 53,3%-მა, ხოლო ზუგდიდის სამივე საარჩევნო უბანზე კი ამომრჩევლის 51,6%-მა მიიღო განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობა.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. მარნეულისა და ზუგდიდის ოთხ საარჩევნო უბანზე გამართულ საპარლამენტო არჩევნების განმეორებით კენჭისყრაში უფრო მეტმა მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა, ვიდრე ქალმა, განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ. 

განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის №79 და №108, სოფელ განმუხურის №39 უბნებზე პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით და მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს №48 უბანზე – მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით.  

ხმის დათვლის პროცესი - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოში - დუბლი მეორე

„მარნეულის  №48 —ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის საერთო რაოდენობიდან ქალი 296-ია, რაც პროცენტულად 38,6%-ია, ხოლო მამაკაცი 470, ანუ 61,4%… ზუგდიდის სამივე საარჩევნო უბანზე მთლიანობაში 650 ქალი გამოცხადდა, რაც ამომრჩევლის საერთო აროდენობის 44,27%-ია, ხოლო მამაკაცი 818 ანუ 55,7%“, — განაცხადა ანა მიქელაძემ.

რაც შეეხება ამომრჩევლის საერთო აქტივობას, 20:00 საათის მონაცემებით, მარნეულის №48-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 1436 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 766-მა, რაც ამომრჩეველთა 53.3%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ზუგდიდის რაიონის სამივე საარჩევნო უბანს, აღნიშნულ უბნებზე დარეგისტრირებული ამომრჩევლის 51,6%-მა მიიღო მონაწილეობა.

საარჩევნო უბნები 20:00 საათისთვის დაიხურა.

წინასწარი მონაცემებით, ცესკო არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის შედეგებს 24:00 საათზე გამოაქვეყნებს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდა. განმეორებითი არჩევნების გამართვა სერიოზული დარღვევების გამო გახდა აუცილებელი.

ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე არჩევნები საარჩევნო უბნის მიმდებარედ არეულობის გამო შეწყდა, ხოლო ჯიხაშკარისა და განმუხურის უბნები ხმების დათვლის დროს დაარბიეს.


ყველა ახალი ამბავი
0