სამართალდამცველები აფეთქების ადგილზე მტკიცებულებებს ეძებდნენ

გამოწერა

კრიმინალისტები დიდხანს მუშაობდნენ აფეთქების ადგილზე, სადაც ოპოზიციონერ დეპუტატზე თავდასხმა მოხდა. იხილეთ Sputnik-ის ვიდეო.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილი თბილისის ცენტრში, კოლმეურნეობის მოედანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ახლოს აფეთქდა.

ავტომობილში აფეთქების დროს იმყოფებოდნენ თარგამაძე და მისი მძღოლი. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, რამდენიმე გამვლელი კი სერიოზულად დაშავდა.

შსს-მ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე „დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის“ მუხლით აღძრა. შემთხვევის ადგილზე დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში კრიმინალისტების რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა.

აფეთქება საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე და „ნაცმოძრაობის“ მიერ დაგეგმილი მიტინგის წინა დღეს მოხდა.

ყველა ახალი ამბავი
0