ზიუგანოვი რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინის მიღებას მოითხოვს

გამოწერა
სატელევიზიო დებატები, რომლის თემაც რუსეთის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება იყო, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე გენადი ზიუგანოვმა პირველი არხის ეთერში მიმდინარე დებატებისას განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის ახალი სამხედრო დოქტრინის მიღებაა საჭირო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„საჭიროა ახალი ფინანსურ-ეკონომიკური კურსი, საჭიროა ახალი სამხედრო დოქტრინა და საჭიროა გაკეთდეს ყველაფერი, რათა ნატოს გაფართოება შევაჩეროთ“, — განაცხადა ზიუგანოვმა.

გენადი ზიუგანოვი - Sputnik საქართველო
ზიუგანოვს „ლევადა-ცენტრის“ მონაცემების არ სჯერა

კომუნისტური პარტიის ლიდერმა აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება უნდა დაეხმაროს მეცნიერებასა და განათლებას, რათა „ნიჭიერმა ადამიანებმა ქარხნებსა და ფაბრიკებში უკეთესი საქონელი აწარმოონ“.

სატელევიზიო დებატები, რომლის თემაც რუსეთის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება იყო, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაიმართა. მასში ასევე მონაწილეობდნენ პარტია „იაბლოკოს“, „მწვანეებისა“  და „რუსეთის პარტია პენსიონერები სამართლიანობისთვის“ წარმომადგენლები.

ყველა ახალი ამბავი
0