რუსეთის ცესკომ პარტიებისთვის მსხვილ უცხოურ შემოწირულობებს უკანონო უწოდა

© photo: Sputnik / Кирилл Каллиников / გადასვლა მედიაბანკშისაინფორმაციო ეკრანი
საინფორმაციო ეკრანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ცესკოში საკონტროლო-სარევიზიო სამსახურის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც გამოცხადდა იმ ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შემოწმების შესახებ, რომლებიც კანდიდატებისა და პარტიების საარჩევნო ფონდებში თანხებს რიცხავენ.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მონაწილე დეპუტატობის კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ფონდებში უცხოური შემოწირულობები უკანონოდ გამოცხადდება, თუ თანხა ფონდის ოდენობის 5%-ს გადააჭარბებს, განაცხადა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლაი ბულაევმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ბულაევი რუსეთის ცესკოსთან არსებულ საკონტროლო-სარევიზიო სამსახურის საბჭოს სხდომაზე გამოვიდა სიტყვით, სადაც მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატობის კანდიდატების მიერ წარმოდგენილი ცნობების უტყუარობის შესამოწმებლად იმ ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შემოწმება იწყება, რომლებიც კანდიდატებისა და პარტიების საარჩევნო ფონდებში თანხებს რიცხავენ.

„მათ შორის შეიძლება გამოვლინდნენ უცხოური ორგანიზაციები და მოქალაქეები და თუ ასეთი უკანონო შემოწირულობები საარჩევნო ფონდის თანხის ხუთ პროცენტზე მეტს შეადგენს, ისინი უკანონოდ იქნება აღიარებული“, — განაცხადა ბულაევმა.

ის ასევე გამოვიდა მოწოდებით, გაანალიზდეს წარმოდგენილი ცნობების წინასწარი შემოწმების სანდოობა და მომზადდეს წინადადებები სისტემის სრულყოფისთვის, რომლებიც სახელმწიფო სათათბიროში გადაიგზავნება.

სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები 18 სექტემბერს შერეული სისტემით ჩატარდება. დეპუტატების ნახევარს პროპორციული, ხოლო ნახევარს — მაჟორიტარული სისტემით აირჩევენ.

ყველა ახალი ამბავი
0