საქართველო „ევროვიზიის“ ფინალში 23-ე ნომრით გამოვა

გამოწერა
ჯგუფის ლიდერმა ნიკა კოჩაროვმა ჟურნალისტებთან აღიარა, რომ ფინალში გასვლას არ ელოდებოდა, მაგრამ ახლა სჯერა, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ქართველი მუსიკოსები ნიკა კოჩაროვი & Young Georgian საერთაშორისო კონკურსის „ევროვიზია 2016“-ის ფინალის მეორე ნაწილში 23-ე ნომრით გამოვლენ.

ფინალში საქართველოს წარმომადგენლები 12 მაისს გამართული მეორე ნახევარფინალის შედეგებით მოხვდნენ.

ევროვიზიის რეპეტიცია - Sputnik საქართველო
ნიკა კოჩაროვი და & Young Georgian Lolitaz ევროვიზიის ფინალში გავიდნენ

ნიკა კოჩაროვმა და მისმა ჯგუფმა  სიმღერა Midnight Gold შეასრულეს, ქართველი კონკურსანტებისათვის ბექ-ვოკალს ასევე ცნობილი შვედი მომღერალი ლარს სეფსუნდი ასრულებდა.

წელს ქართველი კონკურსანტების ნომერი ცნობილმა შვედმა სცენოგრაფმა საშა ჟან-ბატისტმა გააფორმა. მათი გამოსვლისას Globe Arena-ს სცენაზე მაყურებელმა იხილა ვინტაჟური გადაღებები, ფსიქოდელიკა, სარკეები, კალეიდოსკოპი, ასევე პიროტექნიკური სპეცეფექტები.

მაყურებელმა ჯგუფის გამოსვლას „ფანტასტიკური“ უწოდა.

გამოსვლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკა კოჩაროვს ჰკითხეს, ელოდა თუ არა ის ფინალში გადასვლას, რაზეც მუსიკოსმა უპასუხა: „ნაკლებად. მაგრამ ამოვისუნთქე“.

თავის ემოციებზე საუბრისას ქართველმა შემსრულებელმა ასევე დასძინა: „ვგრძნობ, რომ დღეიდან ყველაფერი შეიძლება მოხდეს!“.

ფინალს, რომელიც 14 მაისს გაიმართება, ბელგიის წარმომადგენელი გახსნის. ფინალური საღამოს პირველ ნაწილში ასევე გამოვლენ ჩეხეთი, ნიდერლანდები, აზერბაიჯანი, უნგრეთი, იტალია, ისრაელი, ბულგარეთი, შვედეთი, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი და ავსტრალია.

Выступление Ники Кочарова и группы Young Georgian Lolitaz в полуфинале Евровидения 2016 - Sputnik საქართველო
ფანტასტიკური შოუ - ქართული ჯგუფი "ევროვიზიის" ფინალშია

ფინალის მეორე ნაწილში მსმენელის წინაშე კვიპროსის, სერბიის, ლიტვის, ხორვატიის, რუსეთის, ესპანეთის, ლატვიის, უკრაინის, მალტას, საქართველოს, ავსტრიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები. ფინალს სომხეთი „დახურავს“.

ქართველ მაყურებელს ფინალის ნახვა შეუძლია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ასევე კონკურსის ოფიციალურ არხზე Youtube-ში, თბილისის დროით 23:00 საათზე.

ჯგუფი Young Georgian Lolitaz (YGL) საქართველოში 2000 წელს დაარსდა. კოლექტივი 4 მონაწილისგან შედგება: ნიკა კოჩაროვი, ლევან შანშიაშვილი, გიორგი მარი და დიმა ოგანესიანი. მუსიკოსებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არაერთ როკ-ფესტივალში აქვთ მონაწილეობა მიღებული.

ყველა ახალი ამბავი
0