„დინამო! დინამო! დინამო!..“

გამოწერა

სიმღერა „დინამო, დინამო…“ საქართველოში ქართული ფეხბურთის ჰიმნად მიიჩნევა. სწორედ ეს სიმღერა შესრულდა დიუსელდორფში „კარლ ცაისთან“ თბილისის „დინამოს“ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ. იმ მატჩში მოგებამ თბილისურ გუნდს ევროპის თასების თასი მოუტანა.

მუსიკა სიმღერისთვის „დინამო, დინამო…“ კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა 1976 წელს დაწერა, საბჭოთა კავშირის თასზე თბილისის „დინამოსა“ და ერევნის „არარატის“ ფინალური შეხვედრის მეორე დღეს. მაშინ ჩვენმა გუნდმა „არარატს“ ანგარიშით 3:0 სძლია.

სიმღერის ტექსტის ავტორი პოეტი მორის ფოცხიშვილია.

სიმღერა ქართველმა მსმენელმა პირველად ანსამბლ „ივერიას“ შესრულებით მოისმინა.

ყველა ახალი ამბავი
0