თბილისში მელიტონ ქანთარიას მონუმენტი გაიხსნება

გამოწერა

თბილისში მეორე მსოფლიო ომის გმირ მელიტონ ქანთარიას მემორიალს დაუდგამენ. მელიტონ ქანთარიამ უფროს სერჟანტ მიხაილ ეგოროვთან ერთად რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა. გმირის ძეგლი კიკვიძის პარკში დაიდგმება.

უმცროსმა სერჟანტმა მელიტონ ქანთარიამ (1921-1993 წლები) უფროს სეჟანტ მიხაილ ეგოროვთან ერთად 1945 წლის მაისში რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა.

მელიტონ ქანთარიას სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1945 წლის 8 მაისის ბრძანების საფუძველზე საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.

დემობილიზების შემდეგ ქანთარია სოხუმში დასახლდა. 1947 წელს ის საკავშირო კომუნისტურ პარტიაში (ბოლშევიკები) შევიდა. იყო აფხაზეთის ა რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. აფხაზეთის ომის დროს ქანთარია ოჯახთან ერთად საცხოვრებლად მოსკოვში გადასახლდა, სადაც მალე გარდაიცვალა (1993 წელს). მელიტონ ქანთარია მშობლიურ დაბა ჯვარშია დაკრძალული.

მელიტონ ვარლამის ძე ქანთარია 1920 წელს დაიბადა. 1938 წელს წითელ არმიაში გაწვევამდე ის კოლმეურნეობაში მუშაობდა. ბრძოლებში 1941 წლის დეკებრიდან მონაწილეობდა, იყო პირველი ბელარუსიული ფრონტის მზვერავი.

ყველა ახალი ამბავი
0