„მაინც ენატრება სხვისა“ – ანუ რატომ არის სხვისი ცოლი უფრო „ტკბილი?“

CC BY-SA 2.0 / Katie Tegtmeyer / Crossed fingers IIრატომ არის სხვისი ცოლი უფრო ტკბილი?
რატომ არის სხვისი ცოლი უფრო ტკბილი? - Sputnik საქართველო
გამოწერა

იუდაიზმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თხზულებაში — თალმუდში არის არაკი, რომელიც არაჩვეულებრივად განმარტავს, რატომ გაურბის კაცს სხვისი ცოლისკენ თვალი, რაგინდ ლამაზი და არაჩვეულებრივი ქალიც უნდა უმშვენებდეს თავად გვერდს.

საქმე თურმე ასე ყოფილა:

ოდესღაც, უძველესზე უძველეს დროში ღმერთმა ათი ადამი შექმნა. აქედან ერთი მიწის მუშა იყო, მეორე — მესაქონლე, მესამე — მეთევზე და ასე შემდეგ.

გავიდა რაღაც დრო და ათივე ადამი ღმერთს მიადგა ჩივილით:

— მამავ ჩვენო, ყველაფერი გვაქვს, საქმესაც ვაკეთებთ და მაძღრადაც ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენი სული კიდევ რაღაცას ითხოვს.

ღმერთმა თითოეულს ცომის გუნდა მისცა და უთხრა:

— ამ ცომიდან ყველამ სათითაოდ გამოიძერწეთ ქალი — ისეთი, როგორიც გსურთ. მე კი სულს ვშთაბერავ.

ამის მერე ლამბაქით შაქრის ნატეხები მისცა და უთხრა:

— აქ სულ ათი ნატეხი შაქარია. ყველამ თითო ნატეხი მიეცით ცოლებს, რომ მათთან ტკბილი ცხოვრება გქონდეთ.

როცა ლამბაქი დაცარიელდა, ღმერთმა შუბლი შეიკრა:

— სინამდვილეში ათი კი არა, 11 ნატეხი შაქარი იყო. თქვენს შორის ვიღაცამ ითაღლითა და ორი ნატეხი აიღო. ვინ ჩაიდინა ეს?

ყველა ადამი დუმდა.

მაშინ ღმერთმა ყველა ცოლი ერთმანეთში აურია და შემთხვევითობის პრინციპით ჩამოურიგა ისინი ადამებს…

იქიდან მოყოლებული ათიდან ცხრა მამაკაცს სჯერა, რომ სხვისი ცოლი უფრო ტკბილია, იმიტომ რომ მას ორი ნატეხი შაქარი აქვს ნაჭამი, და მხოლოდ ერთია დარწმუნებული, რომ ყველა ქალი ერთნაირია, იმიტომ რომ ზედმეტი ნატეხი შაქარი ქალს კი არ შეხვდა, არამედ თავად ადამმა შეჭამა.

ყველა ახალი ამბავი
0