კაშიას გოლი „ვიტესს“ მოგებაში ვერ დაეხმარა

© FB/ Vitessვაკო ყაზაიშვილი
ვაკო ყაზაიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik საქართველოს“ სპორტული მიმომხილველი ნოდარ მაისურაძე ევროპის კლუბებში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების წარმატებებსა და წარუმატებლობაზე მოგითხრობთ.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატები ნელ-ნელა ფინიშისკენ მიემართება. ფეხბურთელების განკარგულებაში თითზე ჩამოსათვლელი კვირები რჩება, რათა პოზიციები გაიმყარონ იმ კლუბებში, სადაც თამაშობენ, ან ახალი სეზონის წინ თავისი საუკეთესო უნარი გამოავლინონ სკაუტერებისთვის.

გამონაკლისი არც ქართველი ფეხბურთელები არიან. ვიღაცას შეუძლია შედარებით მშვიდად იგრძნოს თავი, ვიღაცამ კი ყველა არსებული რესურსი უნდა გამოიყენოს.

პირველ კატეგორიას მიეკუთვნება „ვიტესის“ კაპიტანი გურამ კაშია. ჰოლანდიის ჩემპიონატის 30-ე ტურში „ვიტესმა“ „დენ ჰააგს“ უმასპინძლა და მატჩი 2:2 ანგარიშით დაასრულა. კაშია გარდა, ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ვაკო ყაზაიშვილი. საქართველოს ნაკრების ორივე წევრმა სრული 90 წუთი ითამაშა.

კაშიამ გოლი 35-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა — 1:1. მეორე ტაიმში მასპინძლებმა საკუთარ კარში გაიტანეს და ამის კომპენსირება მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ დროში შეძლეს.
30-ე ტურის შემდეგ „ვიტესს“ 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილი უკავია.

90 წუთი გაატარა მინდორზე გიორგი ჭანტურიამაც, რომელიც გერმანულ „დუისბურგში“ თამაშობს. კლუბი სატურნირო ცხრილის ფსკერზეა და მეორე ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებას სასოწარკვეთილი ცდილობს.  

© FB/ MSV.Duisburgგერმანული "დუისბურგის" ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია
გერმანული დუისბურგის ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია - Sputnik საქართველო
გერმანული "დუისბურგის" ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია

29-ე ტურში „ზებრები“ გასვლით თამაშში „ნიურნბერგს“ შეხვდნენ და მოულოდნელად გაიმარჯვეს — 2:1.

საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი აბურჯანიამ თავისი „ხიმნასტიკის“ დახმარება ვერ შეძლო, რომელიც გასვლით მატჩში „უესკს“ შეხვდა. ნახევარმცველმა 70 წუთი ითამაშა, შემდეგ ის შეცვალეს. ამ დროისთვის „ხიმნასტიკი“ 0:2-ს აგებდა. დარჩენილ 20 წუთში ანგარიში არ შეცვლილა.

დამარცხების შედეგად ტარაგონული კლუბი ესპანეთის მეორე ლიგის ცხრილში მეოთხე ადგილზე გადავიდა.

ვაკო ყაზაიშვილი - Sputnik საქართველო
საფეხბურთო უიკენდი — საქართველო–ყაზახეთის მატჩის გამოძახილი

ლევან მჭედლიძემ მიკრო-ტრავმა მოირჩინა და „ემპოლისა“ და „ფიორენტინას“ შორის იტალიის 32-ე ტურის „სერიაА“-ს მატჩის განაცხადში მოხვდა. თუმცა, მინდორზე „ემპოლის“ ქართველი თავდამსხმელი არ გასულა, ხოლო მისმა გუნდმა უეფას ჩემპიონთა ლიგის პრეტენდენტს 2:0 მოუგო.

საანგარიშო ტურის შემდეგ „ემპოლის“ აქტივში 39 ქულაა და გუნდი მე-12 ადგილზეა.

სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა კვლავ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა. ქართველი ნახევარმცველი „ნანტას“ წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე მატჩში პირველივე წუთებიდან გავიდა.

უკვე მეშვიდე წუთზე კანკავამ თავისი „მორიგე ყვითელი ბარათი“ მიიღო (მე-11 სეზონში). შემდგომში ის უნაკლოდ მოქმედებდა და თავის გუნდს გამარჯვებაში — 2:1 დაეხმარა.

მიუხედავად სამი ქულისა, „რეიმსი“ მაინც „გავარდნის“ ზონის სიახლოვეს რჩება. 

რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებისთვის წარმატებული უიქენდი მხოლოდ „რუბინის“ მცველი საბა კვირკველიასთვის აღმოჩნდა. ყაზანელებმა მოსკოვის „დინამოელებს“ უმასპინძლეს და დამაჯერებელი ანგარიშით — 4:1 მოიგეს.

კვირკველიამ მინდორზე სრული 90 წუთი გაატარა და გამოცემა „სპორტ-ექსპრესისგან“ 6.5 ქულა მიიღო.

© FB/ fcrk"რუბინის" მცველი საბა კვირკველია
რუბინის მცველი საბა კვირკველია - Sputnik საქართველო
"რუბინის" მცველი საბა კვირკველია

„როსტოვის“ თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა „ანჟის“ წინააღმდეგ მატჩის განაცხადში მოხვდა, მაგრამ კვლავ სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა.

თადარიგში დარჩა ასევე საქართველოს ნაკრების მეორე მეკარე ნუკრი რევიშვილი, თუმცა, მას შემდეგ, რაც მისმა „მორდოვიამ“ ცსკა-ს 7:1 სძლია, ქართველ კიპერს კარში თავისი ადგილის დაკავების ყველა შანსი აქვს.

მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ნელ-ნელა სათამაშო ფორმაში დგება და გუნდში შეცვლაზე გასვლა დაიწყო. ის „ყუბანის“ წინააღმდეგ მატჩში განაცხადში არ იყო.

გვერდს ვერ ავუვლით კახა ცხადაძის, როგორც ყაზახური „ქაირათის“ ახალი მწვრთნელის დებიუტს. გასვლით მატჩში ცხადაძის გუნდი „ატირაუს“ შეხვდა და მინიმალური უპირატესობით გაიმარჯვა.

მატჩის შემდეგ ცხადაძემ თავის ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა თამაშისთვის და აღნიშნა, რომ დანიშვნის შემდეგ პირველივე მატჩში გამარჯვება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია.

ამ წარმატების წყალობით „ქაირათი“ სატურნირო ცხრილის მეშვიდე ადგილზე გადავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0