ხიდაშელმა სომხეთთან და აზერბაიჯანთან მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილა

© courtesy of Ministry of Defence of Georgiaთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოლაპარაკებები მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ იქნება შესაძლებელი, განაცხადა საქათველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა. მისი თქმით, ქართული მხარე ესკალაციასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ტელეფონით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება განიხილა და იქ საომარი მოქმედებების უსწრაფესად შეწყვეტის იმედი გამოთქვა, განაცხადა საქართველოს თავდაცვის უწყებამ.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა 2 აპრილს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავების შესახებ განაცხადეს: კერძოდ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლების შესახებ განაცხადა, ხოლო სომხეთის სამხედრო უწყებამ — აზერბაიჯანის მხრიდან „შემტევი ქმედებების“ შესახებ. გაეროს ჰუმანიტარული საკითხების საკოორდინაციო სამმართველოში აცხადებენ, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავების შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 200-ზე მეტი დაშავდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის თემაზე ტელეფონით ესაუბრა. თინათინ ხიდაშელმა იმედი გამოთქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი გახდება და პროცესი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდება. მინისტრის განცხადებით, რეგიონში სტაბილურობა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და   საერთაშორისო თანამეგობრობამ ვითარების დეესკალაციისთვის ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს“, — აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1991 წლის სექტემბერში სტეფანაკერტში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა. საბოლოოდ აზერბაიჯანმა დაკარგა ყარაბაღზე კონტროლი.

1992 წლიდან ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოითხოვს, ხოლო სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, ვინაიდან ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0