KHNP-ი საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა

© telasi.geთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას კომპანია KHNP-ის წევრებმა საქართველოს ენერგობაზარზე არსებული ვითარების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღეს.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. კორეული ენერგოკომპანია Korea Hydro & Nuclear Power (KHNP) საქართველოში საინვესტიციო მოღვაწეობით არის დაინტერესებული, იუწყება საქართველოს საპარტნიორო ფონდი.

კომპანია Korea Hydro & Nuclear Power-ის დელეგაციამ საქართველოს ენერგოსექტორში არსებული ვითარების გაცნობის მიზნით,  საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდში შეხვედრები გამართა.

ნენსკრა ჰესის მშენებლობა დაიწყო - Sputnik საქართველო
ნენსკრა ჰესის მშენებლობა დაიწყო

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ სტუმრებს ფონდის ენერგეტიკული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, მათ შორის ისაუბრა „ნენსკრა ჰესის" პროექტზე, რომლის ინვესტორი კორეული კომპანია „ქეი ვოთერია"(K_Water).

Korea Hydro & Nuclear Power (KHNP) სამხრეთ კორეაში 44 ელექტროსადგურის მფლობელია, მათ შორის 35 ჰიდროელექტროსადგურია. კომპანია სამხრეთ კორეის ენერგეტიკული ბაზრის 30 პროცენტზე მეტს ამარაგებს ელექტროენერგიით.

ყველა ახალი ამბავი
0