Fly Dubai–მ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა მოქალაქეობა დაადგინა

© photo: Sputnik / Сергей Пивоваровდონის როსტოვში Boeing-737-800 ჩამოვარდა
დონის როსტოვში Boeing-737-800 ჩამოვარდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავიაკომპანიის ინფორმაციით, დონის როსტოვში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე მყოფი მგზავრებიდან 44 რუსეთის, 8 უკრაინის, 2 ინდოეთისა და 1 უზბეკეთის მოქალაქე იყო.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ავიაკომპანია Fly Dubai-მ დააზუსტა დონის როსტოვში ჩამოვარდნილი „ბოინგის“ მგზავრების მოქალაქეობრივი კუთვნილება. როგორც მათი მონაცემებიდან ირკვევა, ბორტზე მყოფი მგზავრებიდან 44 რუსეთის, 8 უკრაინის, 2 ინდოეთისა და 1 უზბეკეთის მოქალაქე იყო.

ავიაკომპანია სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.

დუბაიდან მომავალი სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737-800 დონის როსტოვში წუხელ 4:42 საათზე ჩამოვარდა. თვითმფრინავი ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან მარცხნივ დაეცა, რისი მიზეზიც, შესაძლოა, ცუდი ხილვადობა იყო. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, კატასტროფა ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე თვითმფრინავის მეორედ დასმის მცდელობისას მოხდა.

ყველა ახალი ამბავი
0