А321-ის კატასტროფის ადგილზე ოთხი ქვეყნის ექსპერტები ამ დრომდე მუშაობენ

© photo: Sputnik / Максим Григорьев/ТАСС/POOL / გადასვლა მედიაბანკშიAirbus A321-ის კატასტროფის ადგილი
Airbus A321-ის კატასტროფის ადგილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის შემთხვევსი ადგილზე რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და ეგვიპტის ექსპერტები მუშაობენ, აცხადებენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროში.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ კუთვნილი თვითმფრინავის А321-ის კატასტროფის ადგილზე ამ დრომდე  ოთხი ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის ექსპერტები მუშაობენ, იუწყება რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრო.

„ავიალაინერის კატასტროფის ადგილზე მუშაობენ რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და ეგვიპტის ექსპერტები, რომლებიც ლაინერის მსხვილ ფრაგმენტებს იკვლევენ და აუცილებელ სინჯებს აიღებენ“, — ნათქვამია განცხადებაში. 

მაშველები - Sputnik საქართველო
А321-ის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთაგან 100 ცხედრის იდენტიფიცირება უკვე მოხდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები დახმარებას უწევენ ავიაციის საერთაშორისო კომიტეტის სპეციალისტებს, რომლებიც კატასტროფის გამომწვევი მიზეზების დადგენაზე მუშაობენ.

„ლაინერის სხვადასხვა ფრაგმენტებამდე ექსპერტების მიყვანა საავარიო-სამაშველო ავტომანქანებით ხორციელდება. გარდა ამისა, რუსეთის მაშველებმა ექსპერტთა ჯგუფს ფოტო და ვიდეომასალა წარუდგინეს, რომელიც თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზეა გადაღებული“, — აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთისა და საბჭოთა ავიაციის ისტორიაში ყველაზე დიდი ავიაკატასტროფა მოხდა შაბათს.  ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ ლაინერი Airbus А321, რომლეიც შარმ-ელ-შეიხიდან  სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა სინაის ნახევარკუნძულზე ეგვიპტეში ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 217 მგზავრი იმყოფებოდა და 7 ეკიპაჟის წევრი. ავიაკატასტროფას ვერავინ გადაურჩა. 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0