А321-ის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთაგან 100 ცხედრის იდენტიფიცირება უკვე მოხდა

გამოწერა
ავიალაინერ А321-ის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა სხეულის ნაწილების ექსპერტიზა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, განაცხადა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ოლგა გოლოდეცმა.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ავიალაინერ А321-ის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა სხეულის ნაწილების ექსპერტიზა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ამ დროისათვის 100-ზე მეტი გარდაცვლილის იდენტიფიცირება უკვე მოხდა, განაცხადა მედიასთან რუსეთის ვიცე-მერმა ოლგა გოლოდეცმა.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ პარასკევს, 6 ნოემბერს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ  ეგვიპტეში მომხდარი კატასტროფის შედეგად 224 გარდაცვლილიდან 58-ს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

„ექსპერტიზა ძალზე ინტენსიურად მიმდინარეობს. დღეს ყველა მოწინავე ძალაა მობილიზებული, ისინი სანკტ-პეტერბურგში იმყოფებიან…რამდენადაც ვიცი, 100-მდე ცხედრის იდენტიფიცირება უკვე მოხერხდა“, — განაცხადა გოლოდეცმა.

რუსეთისა და საბჭოთა ავიაციის ისტორიაში ყველაზე დიდი ავიაკატასტროფა მოხდა შაბათს. ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ ლაინერი Airbus А321, რომელიც შარმ-ელ-შეიხიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა, სინაის ნახევარკუნძულზე ეგვიპტეში ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფას ვერავინ გადაურჩა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0