მარგველაშვილმა შეფჩოვიჩთან საქართველოს ევროპულ ენერგოგაერთიანებაში შესვლის საკითხი განიხილა

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„შეხვედრაზე ხაზი გაესვა ენერგოგაერთიანების მიმართულებით მიღწეულ გარკვეულ პროგრესსა და მოლაპარაკების პროცესში მოქნილობის აუცილებლობას“, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა.

თბილისი, 12 მაისი – Sputnik.  საქართველოს პრეზიდენტმა  გიორგი მარგველაშვილმა და  ევროკომისიის ვიცე–თავმჯდომარემ ენერგეტიკის საკითხებში მაროშ შფჩოვიჩმა (Maroš Šefčovič)  ქვეყნის ევროპულ ენერგოგაერთიანებაში შესვლის თემაზე იმსჯელეს ბრიუსელში სამშაბათს, 12 მაისს.

„შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს პოზიტიური როლი რეგიონში. აქცენტი ასევე გაკეთდა საქართველოს გაწევრიანებაზე ენერგოგაერთიანებაში. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით მიღწეულ გარკვეულ პროგრესსა და მოლაპარაკების პროცესში მოქნილობის აუცილებლობას“, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა.

 ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი უკვე შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს იოჰანეს ჰანს  და ასევე სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობა – თავისუფალი არჩევანის პარტნიორობა“  (The Eastern Partnership – Partnership of Free Choice).

 

ყველა ახალი ამბავი
0