ცხინვალის რეგიონის სიახლოვეს მდებარე კიდევ ერთი სოფლის მოსახლეობამ მიიღო დახმარება ხელისუფლებისგან

გამოწერა
შეშისა და ფქვილის გადანაწილების პროცესს ესწრებოდა რეგიონის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე.

თბილისი, 1 ნოემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, ეკა ჯავახია. გორის რაიონის სოფელ დიცის მოსახლეობამ სამთავრობო პროგრამის ფარგლებში დახმარების სახით მიიღო შეშა და ფქვილი, - განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ორშაბათს.

 

შეშისა და ფქვილის გადანაწილების პროცესს ესწრებოდა რეგიონის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, გარემოს დაცვისა და  ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე.

”სამთავრობო პროგრამის განხორციელება დაიწყო გასულ კვირას გორის, ქარელის და კასპის რაიონების სოფლებში. პროგრამის ფარგლებში ყოველი ოჯახი მიიღებს ერთ ტომარა ფქვილს და ორ კუბურ მეტრ შეშას”, - განაცხადეს ადმინისტრაციაში.

შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ არსოშვილის თქმით, ის ხშირად იმყოფება კონფლიქტის სიახლოვეს მდებარე სოფლებში და შეუძლია აღნიშნოს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მადლიერია პრეზიდენტისა და მთავრობის მისთვის გაწეულია დახმარებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0