მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მედვედევმა რიგი საკადრო გადაადგილება განახორციელა შეიარაღებულ ძალებში

Президент России Дмитрий Медведев - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლკოვნიკი იგორ აფონინი გათავისუფლებულია მე-8 სარაკეტო დივიზიის მეთაურის თანამდებობიდან და დანიშნულია მე-14 სარაკეტო დივიზიის მეთაურად. მე-8 სარაკეტო დივიზიის მეთაურად დანიშნულია ლეონიდ მიხოლაპი.

თბილისი, 26 ოქტომბერი.ახალი ამბები - საქართველო“. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ”რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების თანამდებობებზე დანიშვნისა და თანამდებობებიდან განთავისუფლების შესახებ განკარგულებას”, აცხადებს კრემლის პრეს-სამსახური იუწყება ”რია ნოვოსტი”.

პოლკოვნიკი იგორ აფონინი გათავისუფლებულია მე-8 სარაკეტო დივიზიის მეთაურის თანამდებობიდან და დანიშნულია მე-14 სარაკეტო დივიზიის მეთაურად.

მე-8 სარაკეტო დივიზიის მეთაურად დანიშნულია ლეონიდ მიხოლაპი.

გენერალ-მაიორი ვალერი კონურკინი დანიშნულია სამხედრო-საჰაერო ძალების ”სამხედრო-საჰაერო აკადემიის” სამხედრო სასწავლო ცენტრის უფროსის მოადგილედ. მანამდე კონკურკინი აკადემიის უფროსის მოადგილედ მსახურობდა.

გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე მიროშნიჩენკო დანიშნულია რუსეთის თავდაცვის მინისტრის თანაშემწედ.

გენერალ-მაიორი იური პეტრუშკოვი ქალაქ ეისკში სამხედრო-საჰაერო ძალების ”სამხედრო-საჰაერო აკადემიის” სამხედრო სასწავლო ცენტრის ფილიალს უხელმძღვანელებს.

ამავე განკარგულებით, პოლკოვნიკი დიმიტრი იაშინი გათავისუფლებულია ლენინგრადის სამხედრო ოლქის 138-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურის თანამდებობიდან.

ასევე, გათავისუფლებულები არიან თანამდებობებიდან და დათხოვნილნი არიან სამხედრო სამსახურიდან შემდეგი სამხედრო მოსამსახურეები - გენერალ-მაიორი ნიკოლაი ვაგანოვი, გენერალ-მაიორი ალექსანდრ იონოვი, გენერალ-მაიორი ალექსანდრ მაჟროვი, იუწყება პრეს-სამსახური.

ყველა ახალი ამბავი
0