ტრამპის მრჩეველი მოსკოვში ვიზიტის შესახებ

© photo: Sputnik / Антон Денисов / გადასვლა მედიაბანკშიკარტერ პეიჯი
კარტერ პეიჯი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის მრჩეველი კარტერ პეიჯი მოსკოვში 13 დეკემბრამდე დარჩება.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველმა საარჩევნო კამპანიის პერიოდში კარტერ პეიჯმა მოსკოვში თავისი ვიზიტი ბიზნესმენებთან და პოლიტიკოსებთან დაგეგმილი შეხვედრებით ახსნა.  

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპი რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის" წინააღმდეგია

პეიჯი მოსკოვში ხუთშაბათს ჩავიდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

„შევხვდები გავლენიან ბიზნესმენებსა და იდეურ ლიდერებს“, — განუცხადა პეიჯმა სააგენტოს.

მან დასძინა, რომ მოსკოვში 13 დეკემბრამდე დარჩება.

უფრო ადრე, ოქტომბერში ტრამპის ვაჟი შეხვდა რიგ დიპლომატებს, ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებს, რომლებთანაც სირიაში კონფლიქტის მოგვარების კუთხით რუსეთთან თანამშრომლობის საშუალებები განიხილა.

ყველა ახალი ამბავი
0