ანკარაში „თურქული ნაკადის“ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინეს

© photo: Sputnikგაზგამანაწილებელი სადგური, არქივის ფოტო.
გაზგამანაწილებელი სადგური, არქივის ფოტო. - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაზსადენის 660 კილომეტრი „სამხრეთ ნაკადის“ ძველ დერეფანში, ხოლო 250 კილომეტრი - ახალ დერეფანში, თურქეთის ევროპული ნაწილის მიმართულებით გატარდება.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის პარლამენტმა გაზსადენ „თურქეთის ნაკადის“ მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით რუსეთთან შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ კანონი მიიღო, იუწყება პარასკევს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

რატიფიკაციას მხარი დაუჭირა 210-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი წავიდა შვიდი, ხოლო ექვსმა თავი შეიკავა. ამის მერე კანონს ხელი უნდა მოაწეროს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა, რის შემდეგაც გამოქვეყნდება ოფიციალურ გამოცემა Resmi gazete-ში და კანონი ამოქმედდება.

რუსეთმა და თურქეთმა „თურქეთის ნაკადის“ პროექტზე სამთავრობოთაშორის შეთანხმებას 10 ოქტომბერს მოაწერეს ხელი. პროქტი „თურქული ნაკადი“ შავი ზღვის გავლით რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით 63 მილიარდი კუბური მეტრი სიმძლავრის გაზსადენი მილის მშენებლობას ითვალისწინებს. ერთი ხაზი გათვალისწინებულია ბუნებრივი აირის უშუალოდ თურქეთის ბაზარზე მიწოდებისთვის, მეორე — თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებში მიწოდებისთვის. მეორე ხაზის რეალიზაცია დამოკიდებული იქნება რუსული გაზით ევროპის დაინტერესებაზე.

ყველა ახალი ამბავი
0