01:49 07 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
რეჯეპ ტაიპ ერდოგანი

ერდოღანი ასადის გადაყენებას აპირებს

© REUTERS/ HUSEYIN ALDEMIR
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
18 0 0

თურქეთის პრეზიდენტმა ბაშარ ასადს სასტიკი ტირანი უწოდა, რომელმაც სირიაში სახელმწიფო ტერორი მოაწყო.

თბილისი, 30 ნოემბერი– Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა სირიაში ჩატარებული სამხედრო ოპერაცია ბაშარ ასადის მმართველობის დასრულების გეგმებით ახსნა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვისტი".

„ამბობენ, რომ სირიაში 600 ათასი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დაღუპულთა რიცხვი მილიონს აღწევს. სად არის გაერო, რას აკეთებს?! დიდხანს ვითმინეთ, მაგრამ იძულებულები გავხდით „თავისუფალი სირიის არმიასთან“ ერთად სირიაში შევსულიყავით“, – განაცხადა ერდოღანმა სტამბულში იერუსალიმის საკითხებზე მიმდინარე სიმპოზიუმზე გამოსვლისას.

მისი თქმით, თურქეთი სირიულ მიწებზე, რომლებიც „მათ მფლობელს უნდა ეკუთვნოდეს“, პრეტენზიას არ აცხადებს.

„ჩვენ იქ იმისთვის ვართ, რომ სამართლიანობა აღვადგინოთ და სასტიკი ტირანის ასადის ბატონობას ბოლო მოვუღოთ, რომელმაც ქვეყანაში სახელმწიფო ტერორი მოაწყო“, – განმარტა ოპერაციის მიზნები ერდოღანმა.

თურქეთის არმიამ, სირიის ოპოზიციასთან ერთად, 24 აგვისტოს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაცია „ევფრატის ფარი“ დაიწყო და სირიის ჩრდილოეთით მდებარე საზღვრისპირა ქალაქი ჯარაბლუსი აიღო. თურქული არმია სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებით შეტევას აგრძელებს.

ადრე ერდოღანმა განაცხადა, რომ ოპერაციის მიზანია 5 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიის ტერორისტებისგან გაწმენდა და მასზე უსაფრთხოების ზონის შექმნა ლტოლვილების განთავსებისთვის.

მთავარი თემები