მსოფლიოში ყველაზე საშიში ბაღი: არ შეჩერდე, არ შეეხო, არ დაყნოსო

CC BY 2.0 / Jo Jakeman / Poison Gardenწარწერა ალნვიკის ბაღის ჭიშკარზე
წარწერა ალნვიკის ბაღის ჭიშკარზე  - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2023
გამოწერა
ერთი შეხედვით თითქოს ჩვეულებრივი ინგლისური სტილის ბაღია – მსხვილვარჯიანი ხეები ამაყად დაჰყურებენ ფაქიზად გაკრეჭილ ბუჩქებსა და გაზონებს, მოხრეშილი ბილიკები ლამაზ არშიად აკრავს ყვავილნარებს და ეს ყველაფერი ანტიკური სტილის ჭედურ ღობეშია მოქცეული.

წუთით გინდება დაივიწყო ყველაფერი, მოდუნდე, იქვე ბაღის სკამზე ჩამოჯდე და დატკბე ბუნების მშვენიერებით, მაგრამ ვინ გაცლის… ყოველ ფეხის ნაბიჯზე წარწერებია — „არ მიუახლოვდეთ“, „არ დაყნოსოთ“, „არ შეეხოთ“ და ყველა ეს წარწერა  მთავრდება სიტყვებით — „შხამიანია!“, „სიცოცხლისთვის საშიშია!“, „კლავს!“. 

მსოფლიოს ყველაზე საშიში ბაღის კარიბჭე
მსოფლიოს ყველაზე საშიში ბაღის კარიბჭე - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2023
მსოფლიოს ყველაზე საშიში ბაღის კარიბჭე

აქ ვერ ნახავთ ვარდებსა და ქრიზანთემებს, გეორგინებსა და ტიტებს, აქ ტურისტები ექსკურსიამძღოლების ფხიზელი მეთვალყურეობის ქვეშ სეირნობენ. ჭიშკარზე კი თავის ქალისა და ძვლების ემბლემის ქვეშ წარწერა გაცნობებთ, რომ თქვენ მსოფლიოს ყველაზე საშიშ — „ალნვიკის შხამიან მცენარეთა ბაღში“ იმყოფებით. 

ბაღში, რომელიც ინგლისის ნორტუმბერლენდის საგრაფოს ალვნიკის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე მდებარეობს, მსოფლიოს 100-ზე მეტი ყველაზე საშიში მცენარეა თავმოყრილი. დიდ ბრიტანეთში ეს ბაღი სიდიდით მეორეა და ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე „ბნელ“ ღირსშესანიშნაობად ითვლება. 

ალნვიკის ბაღის შესასვლელი
ალნვიკის ბაღის შესასვლელი - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2023
ალნვიკის ბაღის შესასვლელი

თავის ქალით შემკობილ ჭიშკარს მიღმა იზრდება ძაღლყურძენა და მანდრაგორი, კონიო და აკონიტუმი, ბელადონა და ოპიუმის ყაყაჩო, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აკრძალული მცენარეები, რომელთაგან ნარკოტიკული ნივთიერებები მიიღება და, უბრალოდ, საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. 

© ladyreading.forumfree.itჯეინ პერსი
ჯეინ პერსი - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2023
ჯეინ პერსი

„შხამიან მცენარეთა ბაღი“ საკმაოდ ახალგაზრდაა. იგი 2005 წელს გაიხსნა. ჰერცოგ ნორტუმბერლენდის სასახლე და მის ირგვლივ გაშენებული ტრადიციული ინგლისური ბაღი კი სამ ასეულ წელიწადს ითვლის. სხვათა შორის, სწორედ ეს სასახლე იყო „ჰოგვორტსის სკოლა“ „ჰარი პოტერის“ ფილმების პირველ ორ სერიაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სასახლე და მის ირგვლივ არსებული ბაღი განადგურების პირას მივიდა და მხოლოდ 1995 წელს გამოუჩნდა მას პატრონი მისი ამჟამინდელი მემკვიდრის, 58 წლის ჯეინ პერსის (Jane Percy) – ჰერცოგინია ნორტუმბერლენდის სახით.

© http://all-that-is-interesting.com/poison-garden-alnwickშხამიანი სუროების გვირაბი
შხამიანი სუროების გვირაბი - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2023
შხამიანი სუროების გვირაბი

მან ტრადიციული ბაღი „მოსაწყენად" ჩათვალა და ბაღის აღდგენა გადაწყვიტა ისე, რომ მისთვის გარკვეული კომერციული დატვირთვაც მიეცა. თავდაპირველად ჰერცოგინია აპირებდა ბაღში სამკურნალო მცენარეები გაემრავლებინა, მაგრამ ერთ დღეს ქალბატონი იტალიაში, მედიჩების პადუის ბაღში მოხვდა, სადაც იტალიის მმართველ გვარს საუკუნეების მანძილზე მოჰყავდა მცენარეები, რომელთა საშუალებითაც უმტკივნეულოდ და შეუმჩნევლად იშორებდა თავიდან მეტოქეებს… და სწორედ ეს ბაღი გახდა ნორტუმბერლენდის დიასახლისის შთაგონების წყარო — „რატომაც არა, თუ მინდა ხალხი მოვიზიდო, უნდა გავაკეთო რაღაც უნიკალური, თუნდაც საშიში“, — თქვა და გააკეთა კიდეც. 

აქ რკინის ცხაურებიანი ჩაფხუტების ქვეშ იზრდება კანაფი, მარიხუანა, კოკაინი, ოპიუმის ყაყაჩო, „ჯადოსნური“ სოკო, თამბაქო
აქ რკინის ცხაურებიანი ჩაფხუტების ქვეშ იზრდება კანაფი, მარიხუანა, კოკაინი, ოპიუმის ყაყაჩო, „ჯადოსნური“ სოკო, თამბაქო - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2023
აქ რკინის ცხაურებიანი ჩაფხუტების ქვეშ იზრდება კანაფი, მარიხუანა, კოკაინი, ოპიუმის ყაყაჩო, „ჯადოსნური“ სოკო, თამბაქო

საინტერესოა, რომ ჯეინ პერსიმ ნარკოტიკული მცენარეების დარგვის ლიცენზიაც მიიღო და აქ რკინის ცხაურებიანი ჩაფხუტების ქვეშ იზრდება კანაფი, მარიხუანა, კოკაინი, ოპიუმის ყაყაჩო, „ჯადოსნური“ სოკო და თამბაქო.

ბაღში ექსკურსიამძღოლის გარეშე გადაადგილება დაუშვებელია
ბაღში ექსკურსიამძღოლის გარეშე გადაადგილება დაუშვებელია - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2023
ბაღში ექსკურსიამძღოლის გარეშე გადაადგილება დაუშვებელია

ბაღს ყოველწლიურად 800 000 (!) ადამიანი სტუმრობს. განსწავლული ექსკურსიამძღოლები მოუთხრობენ მათ თითოეული მცენარის ისტორიას, ლეგენდებს, რით არის საშიში ესა თუ ის მცენარე და რა ზიანის მოტანა შეუძლიათ ნარკოტიკებს. სხვათა შორის, ექსკურსია ამ უკანასკნელ თემაზე საკმაოდ პოპულარულია სკოლის მოსწავლეთა ჯგუფებისთვის. ალბათ გასაგებიცაა, რომ ბაღი 24 საათი გაძლიერებული დაცვის ქვეშაა და იქ შესვლა მხოლოდ წინასწარი შეთანხმებით, ექსკურსიამძღოლის თანხლებით შეიძლება. 

ყოველ ფეხის ნაბიჯზე გამაფრთხილებელი წარწერებია – „არ შეეხოთ!“ „არ დაყნოსოთ!“ „არ შეჭამოთ!"
ყოველ ფეხის ნაბიჯზე გამაფრთხილებელი წარწერებია – „არ შეეხოთ!“ „არ დაყნოსოთ!“ „არ შეჭამოთ! - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2023
ყოველ ფეხის ნაბიჯზე გამაფრთხილებელი წარწერებია – „არ შეეხოთ!“ „არ დაყნოსოთ!“ „არ შეჭამოთ!"

რაც შეეხება ბაღის მოვლას, არც ისე ადვილია იყო მებაღე ბაღში, სადაც შესაძლოა რომელიმე მცენარესთან შეხება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს. ამიტომ თითოეული მებაღე აქ სპეციალური აღჭურვილობით მუშაობს — თითქოს ქიმიურ ლაბორატორიაში, და, შესაბამისად, ანაზღაურებაც გაცილებით მაღალი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ ინგლისელ მებაღეს. 

აქაური მებაღეები ამბობენ, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა რომელიმე ურჩ ტურისტს მცენარე დაუყნოსავს და იქვე ბილიკზე დავარდნილა გულწასული, ან უფრო მძიმე მოწამვლა მიუღიათ, როცა მწვანე ფოთლის „დაგემოვნება“ უცდიათ და ძლივს გამოუგლეჯიათ სიკვდილის კლანჭებისთვის. 

ბაღი 24 საათი გაძლიერებული დაცვის ქვეშაა და იქ შესვლა მხოლოდ წინასწარი შეთანხმებით, ექსკურსიამძღოლის თანხლებით შეიძლება
ბაღი 24 საათი გაძლიერებული დაცვის ქვეშაა და იქ შესვლა მხოლოდ წინასწარი შეთანხმებით, ექსკურსიამძღოლის თანხლებით შეიძლება - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2023
ბაღი 24 საათი გაძლიერებული დაცვის ქვეშაა და იქ შესვლა მხოლოდ წინასწარი შეთანხმებით, ექსკურსიამძღოლის თანხლებით შეიძლება
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი მცენრე - აკონიტუმი, რომლის ერთ-ერთი სახეობა საქართველოს მთა-ველებსაც ამშვენებს
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი მცენრე - აკონიტუმი, რომლის ერთ-ერთი სახეობა საქართველოს მთა-ველებსაც ამშვენებს - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2023
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი მცენრე - აკონიტუმი, რომლის ერთ-ერთი სახეობა საქართველოს მთა-ველებსაც ამშვენებს
ბაღში ასეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის სპეციალური სამედიცინო სამსახურიც კი ფუნქციონირებს. ამიტომ თუ ამ ბაღში გასეირნებას გადაწყვეტთ, გაფრთხილებთ — თქვენ მსოფლიოში ყველაზე საშიშ მცენარეებს ხედავთ და მკაცრად დაიცავით ექსკურსიამძღოლის ინსტრუქციები!

ყველა ახალი ამბავი
0